"დიდება რუსეთს" - "ცრვენა ზვეზდას" ფანებმა არენა რუსული დროშებით ააჭრელეს და აუტსაიდერთან დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მორიგ ტურში "ცრვენა ზვეზდამ" "ჟალგირისს" უმასპინძლა და 80:86 დამარცხდა.

სერბები ლიეტუველ მეტოქეს რუსული სიმღერებითა და ბანერებით დახვდნენ, "ცრვენა ზვეზდას" ფანები სკანდირებდნენ - "დიდება რუსეთს". 

აღნიშნულის შემდეგ საკალათბურთო კლუბმა "ზენიტმა" "ცრვენა ზვეზდას" სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ჟალგირისის" ერთ-ერთი ლიდერი სილვეინ ფრანცისკო გახდა, ფრანგმა კალათბურთელმა 32:41 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.

შეგახსენებთ, ევროლიგის სატურნირო ცხრილში "ცრვენა ზვეზდა" 16 მოგებითა და 11 მარცხით მე-6 ადგილს იკავებს.

"ჟალგირისი" 13 წაგებითა და 14 გამარჯვებით მე-13
ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
კოსოვო სერბეთია
რემი
11:29 01-03-2025
6
იყვირონ მერე, გაუკეთა ჟალგირისმა ტაშაყლარი და იარონ ახლა ფარშევანგივით.
ტტტ
13:04 01-03-2025
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული