"დიდება რუსეთს" - "ცრვენა ზვეზდას" ფანებმა არენა რუსული დროშებით ააჭრელეს და აუტსაიდერთან დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მორიგ ტურში "ცრვენა ზვეზდამ" "ჟალგირისს" უმასპინძლა და 80:86 დამარცხდა.

სერბები ლიეტუველ მეტოქეს რუსული სიმღერებითა და ბანერებით დახვდნენ, "ცრვენა ზვეზდას" ფანები სკანდირებდნენ - "დიდება რუსეთს". 

აღნიშნულის შემდეგ საკალათბურთო კლუბმა "ზენიტმა" "ცრვენა ზვეზდას" სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ჟალგირისის" ერთ-ერთი ლიდერი სილვეინ ფრანცისკო გახდა, ფრანგმა კალათბურთელმა 32:41 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.

შეგახსენებთ, ევროლიგის სატურნირო ცხრილში "ცრვენა ზვეზდა" 16 მოგებითა და 11 მარცხით მე-6 ადგილს იკავებს.

"ჟალგირისი" 13 წაგებითა და 14 გამარჯვებით მე-13
ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
და ეს გასაკვირია ? ჩვენ რას ვიზამდით თუ რომელიმე ქვეყანა ყველა დონეზე დაგვეხმარებოდა და ჩვენი ერთადერთი იქნებოდა ? ზუსტად ასეა რუსეთი სერბებისთვის
zura222
21:00 01-03-2025
0
ყოჩაღ ტრამპს? ეს საცოდავი ზელენსკი რა მაგრად მიაჩმორეს? ვოლოდომირ! როგორ იყო, ჩვენს ჯარისკაცებს, რომ დასცინე? (ამ კლოუნის დასაცინი, რომ ვინმე იქნება?) აი მაგის მერე ვერ გიტან!
ბუმერანგი, ზელე...
19:24 01-03-2025
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული