სუპერლიგა 2016/17. ფინალი: "დინამო" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" საქართველოს ჩემპიონია. 26 მაისს, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის მესამე მატჩი ქუთაისში მოიგო და დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა.

"დინამომ" ფინალური სერიის პირველი ორი მატჩი თბილისში - 22 და 23 მაისს მოიგო. დინამოელებს მხოლოდ სერიის პირველ შეხვედრაში გაუჭირდათ, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში - 81:74 მოიგეს. მომდევნო მატჩი თბილისელებმა "ქუთაისს" 23 ქულით სძლიეს, მესამე შეხვედრაში კი, ჩემპიონობის მომტან მატჩში მეტოქე 93:76 დაამარცხეს და სუპერლიგის თასსა და მედლებს დამსახურებულად დაეპატრონნენ.

ეს გუნდები შეხვდნენ გასული, 2015-2016 წლების სეზონის ფინალშიც და მაშინ
"ქუთაისმა" ჩემპიონობა მე-5, გადამწყვეტ მატჩში - შინაურ კედლებში მოიპოვა. დინამოელებმა რევანში ღირსეულად აიღეს და მოქმედ ჩემპიონს ჯერ რეგულარულ ჩემპიონატში მოუგეს 4-დან ოთხივე შეხვედრა, შემდეგ კი ფინალურ სერიაშიც მშრალად - 3:0 გაიმარჯვეს და უძლიერესის ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვეს. ერთადერთი მატჩი, რომელიც ქუთაისელებმა "დინამოს" ამ სეზონში მოუგეს, თასის გათამაშების ფინალი იყო.

ბოლო შეხვედრაში დაძაბული და თანაბარი ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში შედგა. საკუთარი გულშემატკივრის ოვაციებით მომართული ქუთაისელები მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ და სადებიუტო ჩამორჩნა 4:11 პერიოდის შუაწელს ლიდერობად აქციეს. თუმცა მასპინძლებმა შეცდომებს უმატეს, ბურთს უვნებელ სიტუაციებში კარგავდნენ, დინამოელებს კი თამაში ორივე ხაზში წაუვიდათ და პირველი პერიოდის 21:19 მოგების შემდეგ, მეორე მეოთხედში ხელჩასაჭიდ უპირატესობას მიაღწიეს - 45:35.

დიდი შესვენების შემდეგ ვითარება არ შეცვლილა. დინამოელებმა გააგრძელეს ლიდერობის გამყარება და როცა მასპინძლების ჩამორჩენამ 15 ქულას გადააჭარბა, მათ თამაშის გადასარჩენად არც დრო დარჩათ და არც ძალა. საბოლოოდ "დინამომ" 17 ქულით იმარჯვა და სუპერლიგის სეზონი ჩემპიონობით დაასრულა.

Sportall.Ge

ჩემპიონებს 17 ქულით ამერიკელმა დეონტა ვონმა ულიდერა. 16-16 ქულა მიითვალეს ლევან ფაცაციამ და მიხეილ ბერიშვილიმა. ლევან ფაცაციამ ორმაგ დუბლს უწია - 10 ქულა და 10 მოხსნა. 10 ქულა მოაგროვა ლევან გრძელიძემ, ხოლო ნოდარ გოგოძემ შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.

"ქუთაისში" 19 ქულითა და 9 პასის გიორგი ცინცაძე გამოირჩა, 16 ქულა და 10 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზე დაგროვდა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, ქუთაისის გუნდი ვერცხლის მედლებით ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ზვიად კოტრიკაძემ და ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვეს. ჩემპიონ გუნდს ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა.

Sportall.Ge

დაჯილდოვების დროს გამოვლინდა სეზონის სხვადასხვა ნომინაციებიც:

საუკეთესო მწვრთნელი
სუპერლიგის 2016-2017 წლების სეზონის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა საკალათბურთო კლუბ "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ხოშტარია, რომელსაც, ცნობილი ქართველიმწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზი გადაეცა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ვეტერანმა კალათბურთელმა გივი ბიჭიაშვილმა დააჯილდოვა.

Sportall.Ge

ირაკლი ხოშტარია, სეზონის საუკეთესო მწვრთნელი:
"ფანტასტიური საღამო და უბედნიერესი დღეა ჩვენთვის. დიდი სურვილი მაქვს "დინამომ" გააგრძელოს წარმატებული სვლა და არა აქვს მნიშვნელობა ჩემთან ერთად მოხდება ეს თუ ჩემს გარეშე. მადლობას გადავუხდი ქუთაისის გუნდს ღირსეული თამაშისთვის, მის გულშემატკივრებს და ამ ქალაქს მასპინძლობისთვის. მადლობა სუპერლიგას და ყველა გულშემატკივარს, კლუბის პრეზიდენტს, ხელმძღვანელობას, საქართველოს ბანკს, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო. მადლობა ყველას და იმედია მომავალში კვლავ განვაგრძობთ წინსვლას".

საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ზვიად მიქაძის ოჯახმა და მეგობრებმა დააწესეს, გადაეცა საკალათბურთო კლუბ "კაკტუსის" მოთამაშეს, დავით ლომიძეს. საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი დააჯილდოვა ზვიად მიქაძის შვილმა იოანა მიქაძემ.

სეზონის გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე
სეზონის გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც გელა დარსაძის სახელობის თასი გადაეცა, გახდა საკალათბურთო კლუბ "კაკტუსის" მოთამაშე, დავით ლომიძე. გამორჩეული ახალგაზრდა კალათბურთელი სპეციალური თასით დააჯილდოვა გელა დარსაძის მეუღლემ, ნინო დარსაძემ.

Sportall.Ge

დავით ლომიძე (სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და სეზონის გამორჩეული მოთამაშე):
"მადლობას გადავუხდი ამ ტიტულისთვის იმ ადამიანებს ვინც დამასახელს ამ ორ ნომიმაციაში, ეს ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან დიდი მოტივაციაა. მადლობას გადავუხდი ჩემს გულშემატკივრებს და ჩემს ოჯახს, რომელიც მაქსიმალურად მიდგას მხარში. ვპირდები მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებ".

საუკეთესო მოთამაშე (MVP)
2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპორტულმა მედიამ, მწვრთნელებმა და თამაშის კომისრებმა. გამოკითხვის შედეგად სუპერლიგის წლევანდელი სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა გიორგი ცინცაძე.

გიორგი ცინცაძეს საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალუმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა გადასცა.

Sportall.Ge

გიორგი ცინცაძე (ქუთაისის კალათბურთელი, სეზონის საუკეთესო მოთამაშე):
"მივულოცავ "დინამოს" ჩემპიონის ტიტულს, რომელმაც დამსახურებულად გვაჯობა. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც საუკეთესოდ დამასახელა, თუმცა ვფიქრობ სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს მიხეილ ბერიშვილი იმსახურებდა, რომელმაც სასწაული სეზონი ჩაატარა წელს.

რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, უარყოფითად შევაფასებდი, რადგან ჩვენი მიზანი ჩემპიონობა იყო. ამას გარდა ორგანიზების კუთხითაც იყო ხარვეზები და მსაჯების პრობლემა. ვფიქრობ, ფედერაციაც მიხვდა ამ პრობლემას და სწორედ ამიტომაც დანიშნეს უცხოელი მსაჯში ფინალურ სერიაში".

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0