იმერეთის დედაქალაქში დასავლურ დერბიში ქუთათურებმა "ბათუმს" უმასპინძლეს და საკუთარ კედლებში გამარჯვება მოიპოვეს 78:67.
თამაში პირველივე წუთებიდან საინტერესოდ წარიმართა. პირველი პერიოდის მოგება სტუმრებმა 1 ქულის სხვაობით მოახერხეს. თანაბარი ორთაბრძოლა გაგრძელდა შეხვედრის მეორე მეოთხედშიც, რომელიც 23:23 დასრულდა და დიდ შესვენებაზე ბათუმი 1-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე პერიოდიდან ქუთათურებმა შედეგიანობას უმატეს და მეოთხედის 25:10 მოგების შემდეგ უპირატესობა მოიპოვეს. მეოთხე მეოთხედის მოგება ბათუმმა კი მოახერხა, თუმცა საბოლოო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ქუთაისელებმა 11
გამარჯვებულებს 20 ქულით და 7 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა, 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა ბექა ბექაურმა, ქუთათურთა კაპიტანმა გიორგი ბარბაქაძემ კი 14 ქულა მოუტანა თავის გუნდს. ბათუმელთაგან საუკეთესონი იყვნენ ლეგიონერები - ლეონიდ სტეფანიშინი 17 ქულით, სპენსერ ქოლინზი 13 ქულითა და 8 მოხსნით და სტეფან ანდრესევიჩი 10 ქულით.
სუპერლიგა. II ტური
ქუთაისი-ბათუმი 78:67
15:16, 23:23, 25:10, 15:18
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვლადიმერ ბოსნიაკი, "ბათუმის" მთავარი მწვთნელი: "ეს იყო ჩვენი გუნდის დებიუტი ამ სეზონში, "ქუთაისმა" კი აქამდე არაერთი მატჩი გამართა და 3 წაგებაც დაუგროვდა. ამიტომაც ეს მოგება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენს 3 მოთამაშეს პირველ ტაიმში 3-3 პერსონალური დაუგროვდათ, რამაც ხელი შეგვიშალა. წინ გრძელი სეზონია. ყველაფერი ეხლა იწყება და მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ".
კოტე ტუღუში, "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი: "მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. იმედი მაქვს, ეს წარმატება იქნება მომავალი გამარჯვებების საწინდარი. ბათუმი კარგი გუნდია და აუცილებლად მოუმატებს. ეს პირველი მატჩი იყო და პირველი ნაბიჯები ყოველთვის ძნელია. სუპერლიგაში სუსტი გუნდი არ იქნება და წინ საინტერესო სეზონი გველის".
მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით