დაძაბულობის მხრივ, ეს მატჩი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოდგა მიმდინარე სუპერლიგაში. გამარჯვებული ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა და შეხვედრა ახლოს იყო მეორე ოვერტაიმთანაც, თუმცა მარნეულელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, რომლის სამქულიანით "დელტამ" ოვერტაიმამდე მიიყვანა საქმე, ბოლო წამებზე მეორე საჯარიმო ვერ ჩააგდო და შეხვედრა მეორე დამატებით დროში ვეღარ გადაიყვანა.
მარნეულელები ბოლო პერიოდში 12 ქულით იგებდნენ, თუმცა სოლიდური უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, რაც "მგზავრების" სწრაფი
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბექა ქარცივაძე (მარნეულის "დელტას" მწვრთნელი): "საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო. ძალიან გვჭირდებოდა ეს მოგება, თუმცა მთავარი მწვრთნელის არყოლას დავაბრალებ. აქედან გამომდინარე, გუნდი გადაღლილი იყო. იმედი მაქვს, ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ უფრო უკეთესი გუნდი ვიქნებით".
ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მთავარი მწვრთნელი): "სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ასეთ თამაშს. ძალიან ბევრი შეცდომა, ძალიან ბევრი აცილება გვაქვს და სიმართლე ითქვას, ცოტათი იღბალი მარნეულის მხარეს იყო - ძალიან ბევრი ჩაგვიგდეს. იმედი მაქვს, სამომავლოდ შეცდომებს გამოვასწორებთ და ფარქვეშ უკეთ ვითამაშებთ".
მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით