ქვემოქართლურ გუნდში მთავარი მწვრთნელის დებიუტი შედგა. თემურ კანკიამ, რომელიც აქამდე "მგზავრების“ ასისტენტი მწვრთნელი იყო, „დელტა“ ჩაიბარა და პირველ შეხვედრაში ძლიერ „ბათუმს“ დაუპირისპირდა. მარნეულელებმა კარგად ჩაატარეს პირველი ნახევარი, რომლის უმეტესობაც იგებდნენ და დიდ შესვენებაზეც ლიდერის ამპლუაში მივიდნენ - 38:32.
შესვენებიდან დაბრუნებული ბათუმელები სულ სხვა შემართებით ათამაშდნენ და ჩამორჩენა 2 წუთში გააბათილეს,
ბოლო პერიოდის დაწყებამდე სტუმრები 17 ქულას იგებდნენ და მატჩიც აუღელვებლად მიიყვანეს გამარჯვებამდე. ბათუმელებს 26 ქულით სპენსერ კოლინსმა ულიდერა. 19 ქულა მიითვალა ლეონიდ სტეპანიშინმა, ხოლო 18 - ილია შემოსიუკმა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი სტეფან ანდრესევიჩმა მიითვალა.
"დელტას“ შემადგენლობაში 17 ქულით ბომბარდირი გახდა არტიომ შვეცი. დეანდრე რეის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა, ჯინ ბონდუმელის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 7 ნოემბერს გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
თემურ კანკია, (მარნეულის მთავარი მწვრთნელი): დღეს სერიოზული მეტოქე გვყავდა და ნათლად გამოჩნდა, რომ გუნდი ჯერჯერობით არ არის მზად 40 წუთის სათამაშოდ. პირველი ნახევარი კარგი გამოგვივიდა. განწყობის ხარჯზე შეიძლება თამაში, თუმცა როგორც კი ცოტა დავიღალეთ ეს შედეგსაც დაეტყო. ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ გამოვასწოროთ.
ვლადიმერ ბოსნიაკი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): თავიდან კარგად ნამდვილად არ დაგვიწყია. კაპიტანიც დაგვიბრუნდა და ვიმედოვნებ, რომ ის ფორმას მალე დაუბრუნდება. ჯერ კიდევ ბევრ დეტალზე გვაქვს სამუშაო. მინდა აღვნიშნო ტომარაძეს კარგი თამაში შეხვედრის პირველ ნახევარში. ასევე აღსანიშნავია სპენსერის და სერბი მოთამაშის ძალისხმევაც, რომელთაც პირიქით, თავიდან გაუჭირდათ, თუმცა მეორე ნახევარში შედეგიანობას მოუმატეს.