მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრის მესამე მეოთხედის გარდა თამაში თანაბარი იყო და ქულა-ქულაში ბრძოლა მიდიოდა. აღნიშნული მესამე პერიოდი რუსთაველთა უპირატესობითა და გამარჯვებით - 18:10 დასრულდა. მოპოვებული უპირატესობა ქვემოქართლელებმა წარმატებით შეინარჩუნეს და ძალიან საჭირო გამარჯვებას მიაღწიეს - 65:59.
გამარჯვებულებს 18 ქულით ჯეკ კრუკმა ულიდერა. ტაირელ ნელსონის ანგარიშზე 10 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. კიდევ ერთმა
სუპერლიგის მომდევნო მატჩები 10 ნოემბერს გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარი
რამაზ გოგობერიშვილი, (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): ძალიან კარგად ითამაშეს ბიჭებმა დაცვაში. თავდასხმაში მართალია ვერ ჩავყარეთ ბევრი, მაგრამ დაცვის ხარჯზე მოვიგეთ ეს თამაში. მივულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას.
მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით