სუპერლიგა: "ქუთაისმა" სტუმრად "ბათუმი" 67:63 დაამარცხა

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი მატჩი გაიმართა ბათუმში. ერთმანეთს დაკარგული ქულებით თანაბრად მყოფი გუნდები – “ბათუმი” და “ქუთაისი” შეხვდნენ. ამ მატჩამდე, ორივე მათგანს 2-2 წაგება ჰქონდა და შესაბამისად, ამ შეხვედრის მთავარი ინტრიგაც ეს გახლდათ.

ბათუმელებს ტრავმების გამო სრული შემადგენლობა არ ჰყოლიათ. მასპინძლებმა 8 კალათბურთელით ითამაშეს. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. იმერული კლუბი უფრო მობილიზებულად თამაშობდა დაცვაში და სწრაფი კონტრშეტევებითა და ზუსტი საშუალო სროლებით ლიდერობას იმყარებდა. პირველი პერიოდი ქუთაისელებმა 16:12 მოიგეს, ხოლო მეორეში თამაშის სადავეებს უფრო საიმედოდ დაეპატრონნენ და დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 11 ქულამდე
გაზარდეს – 34:23.

მესამე პერიოდში ბათუმელებმა რამდენჯერმე ტაქტიკა შეცვალეს, პრესინგსაც მიმართეს, მაგრამ ქუთაისელთა მწყობრ დაცვას ვერაფერი მოუხერხეს. პერიოდი კვლავ სტუმრებმა – ამჯერად 2 ქულით მოიგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ მოგებაზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს – ბოლო მეოთხედის წინ 13 ქულით დაწინაურდნენ.

გადამწყვეტ პერიოდში ბათუმელებმა თამაში კი გამოაკეთეს, მაგრამ ჩამორჩენის ბოლომდე გაბათილება ვეღარ მოასწრეს. ქუთაისელებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს და დაკარგული ქულებით ამ მომენტისთვის მხოლოდ “დინამოს” ჩამორჩებიან. იმერულ კლუბს ამერიკელმა ლეგიონერმა დეჟუან რაითმა 19 ქულით ულიდერა. 15 ქულა დაგროვდა ბექა ბექაურის ანგარიშზე. აკაკი დვალიშვილს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 9 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა. “ბათუმში” 16 ქულით ბომბარდირი გახდა ილია შემოსიუკი. 13 ქულა დააგროვა ლეონიდ სტეპანიშინმა, ხოლო ვახტანგ ქადარიამ აჭარლებს 12 ქულა შესძინა.

სუპერლიგის მორიგი მატჩები ხვალ, 9 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
ბათუმი – ქუთაისი 63:67

მატჩისშემდგომი კომენტარები


კოტე ტუღუში: („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ბათუმელ გულშემატკივარს, რომელმაც დარბაზში შესანიშნავი ატმოსფერო შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაშის მანძილზე თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, ვითარება მაინც დაიძაბა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა გადამწყვეტი მომენტი მობილიზებულად ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა.

ლაშა ოჩხიკიძე („ბათუმის“ მწვრთნელი): ერთთვიანი პაუზის შემდეგ რთულია სათანადო ფორმით შეხვდე თამაშს. თანაც, გუნდში ტრავმიანობა გვაქვს და რამდენიმე მოთამაშე ავად გვყავდა. მსურს აღვნიშნო ილია შემოსიუკის კარგი თამაში, რომელიც დღეს ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო. მივულოცავ „ქუთაისს“ დამსახურებულ გამარჯვებას. მეტოქემ თამაში თავიდანვე კარგად დაიწყო, ხოლო ჩვენი გუნდი ძირითადად მდევრის როლში იმყოფებოდა. შეხვედრის ბოლოს შანსი მოვიპოვეთ და სხვაობა 2 ქულამდეც დავიყვანეთ, თუმცა სამწუხაროდ ბრძოლაში დავმარცხდით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0