სუპერლიგა: "რუსთავმა" "ბათუმი" 16 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
რუსთავში ადგილობრივმა კლუბმა “ბათუმს” უმასპინძლა. რეგიონალურ დერბიში საინტერესო შერკინება იყო მოსალოდნელი, თუმცა ბრძოლა არ შედგა. ქვემოქართლელებმა საკმაოდ იოლად – 87:71 დაამარცხეს აჭარელები და ლიდერთა შორის ადგილი დაიმკვიდრეს.

რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და ისე საზრიანად ირჯებოდნენ, რომ თამაშის განმავლობაში მეტოქე ახლოს არ გაიკარეს. პირველი პერიოდის შემდეგ ქვემოქართლელები 5 ქულით იგებდნენ, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდეს.

შესვენების შემდეგ ვითარება არ შეცვლილა. მასპინძელთა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და ცხადი გახდა, რომ ბათუმელები თამაშის შემობრუნებას ვეღარ მოახერხებდნენ. საბოლოოდ “რუსთავმა”
87:71 გაიმარჯვა და დღეის მონაცემებით, 7 მოგებითა და 3 მარცხით, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. გამარჯვებულებს 26 ქულით ადამ ბლეიზეკმა ულიდერა. 18 ქულა მოაგროვა ტაირელ ნელსონმა, ხოლო ჯეკ კრუკის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. “ბათუმში” 22 ქულით სპენსერ კოლინსი გამოირჩა. 13 ქულა ლეონიდ სტეპანიშინის ანგარიშზე დაგროვდა.

რამაზ გოგობერიშვილი, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:
“ანგარიში ჩვენს იოლ გამარჯვებაზე მეტყველებს, მაგრამ ყველაფერი ასე იოლად არ მოსულა. მცირე მოდუნება და მეტოქე 5-6 ქულით ამცირებდა ჩამორჩენას. ვულოცავ ჩემს ბიჭებს, მართლაც კარგად გაისარჯნენ და მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის”.

ვლადიმერ ბოსნიაკი,
“ბათუმის” მთავარი მწვრთნელი:
“ვერ განვეწყვეთ დღევანდელი მატჩისთვის. ჩვენ გვყავს ახალი ამერიკელი კალათბურთელი, რომელიც გუნდს ჯერ სათანადოდ ვერ შეეწყო და დღევანდელ შეხვედრაშიც გაგვიჭირდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი გუნდი გასულ სეზონში ბოლო ადგილზე გავიდა და ეხლა გვიწევს გუნდის როგორც როტაციულად, ისე ფსიქოლოგიურად მომზადება. წინ გრძელი სეზონია და შესაბამისად, ყველაფერი წინაა”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0