საბა ლობჯანიძე: "კაქტუსთან" მხოლოდ მოგებაზე ვითამაშებთ

AutoSharing Option
მარნეულის "დელტა" დღეს, 18 საათზე სუპერლიგის ამბებში "კაქტუსს" გატესტავს. გუნდს, რომელსაც ამ სეზონში უკვე მოუგო. გუნდს, რომელიც უმატებს. და გუნდს, რომელიც ოდნავ შეცვლილ "დელტას" ნახავს. ტრავმირებული ლიდერების გარეშე და ახალ ცენტრთან ერთად.

"კაქტუსთან" თამაშამდე დაველაპარაკეთ "დელტას" ერთ-ერთ ლიდერს, საბა ლობჯანიძეს, რომელიც ამ სეზონში საშუალოდ 5.6 ქულას, 4.1 მოხსნას და 2.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

საბა ლობჯანიძე: "რა თქმა უნდა, "კაქტუსთან" მხოლოდ მოგებაზე ვითამაშებთ. ბოლო პერიოდში არ გვიმართლებს, გუნდში ბევრი ტრავმირებულია და ეს პრობლემებს გვიქმნის არა მხოლოდ თამაშის, ვარჯიშის დროს. გვაკლია ბევრი
მოთამაშე. მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს განწყობას. "კაქტუსთან" გვინდა მოგება და ვიბრძოლებთ.

დავიმატეთ ახალი მოთამაშე, ლეგიონერი, რომელიც დგას ცენტრის პოზიციაზე. მისგანაც მაქსიმუმს ველოდებით. "კაქტუსმა" მოუმატა და გუნდი იგებს "ოლიმპთან", რაც საკმაოდ რთულია. "კაქტუსს" ჰყავს მაღალი დონის მოთამაშეები, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს განწყობას. საინტერესო, დაძაბული თამაში უნდა იყოს და იმედი მაქვს, ჩვენთვის ყველაფერი კარგად დამთავრდება."
მოდით, საინტერესო იქნება.

"დელტას" პრეს-სამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0