ლევან ფაცაცია: "დელტაში" გადასვლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მინდა, გუნდს მაქსიმუმი მივცე და მჯერა, რომ გუნდს აქვს პოტენციალი. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელებს ნდობისთვის. ჩემთვის ეს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია".
თემურ კანკია ("დელტა", მთავარი მწვრთნელი): "ჩვენმა გუნდმა მიიღო გამოცდილება, რაც ყოველთვის აუცილებელია. ამ მოთამაშეს კარგად ვიცნობ. ვიცი, რომ ფაცაცია არის მებრძოლი და ამ თვისებას ყველა აფასებს".
ირაკლი შარვაძე ("დელტა", პრეზიდენტი): "საქართველოს
ამ სეზონში ფაცაციას საშუალო სტატისტიკა არის 8.8 ქულა, 4.5 მოხსნა და 4.3 შედეგიანი გადაცემა (VIII შედეგი სუპერლიგაში).
ლევანის დებიუტი ახალ გუნდში დღეს, "რუსთავთან" შედგება.