"კაქტუსთან" თამაშამდე დაველაპარაკეთ "დელტას" ერთ-ერთ ლიდერს, საბა ლობჯანიძეს, რომელიც ამ სეზონში საშუალოდ 5.6 ქულას, 4.1 მოხსნას და 2.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
საბა ლობჯანიძე: "რა თქმა უნდა, "კაქტუსთან" მხოლოდ მოგებაზე ვითამაშებთ. ბოლო პერიოდში არ გვიმართლებს, გუნდში ბევრი ტრავმირებულია და ეს პრობლემებს გვიქმნის არა მხოლოდ თამაშის, ვარჯიშის დროს. გვაკლია ბევრი
დავიმატეთ ახალი მოთამაშე, ლეგიონერი, რომელიც დგას ცენტრის პოზიციაზე. მისგანაც მაქსიმუმს ველოდებით. "კაქტუსმა" მოუმატა და გუნდი იგებს "ოლიმპთან", რაც საკმაოდ რთულია. "კაქტუსს" ჰყავს მაღალი დონის მოთამაშეები, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს განწყობას. საინტერესო, დაძაბული თამაში უნდა იყოს და იმედი მაქვს, ჩვენთვის ყველაფერი კარგად დამთავრდება."
მოდით, საინტერესო იქნება.
"დელტას" პრეს-სამსახური