შეხვედრის დაწყებამდე მოთამაშეებს მოედანზე შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრისა” და განათლების სამინისტროს ერთობლივი – “ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის” მონაწილე მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც საკალათბურთო მატჩს დაესწრნენ და მოთამაშეებთან სამახსოვრო სურათი გადაიღეს. ბავშვებმა ოლიმპიური სასახლის მეორე, მცირე დარბაზში ფედერაციის თანამშრომლებთან ერთად კალათბურთი ითამაშეს და
რაც შეეხება “ოლიმპი” – “მგზავრების” მატჩს, პირველივე წუთებიდან ოლიმპელები ლიდერობას დაეპატრონნენ და რაც დრო გადიოდა, უპირატესობას ზრდიდნენ. საწყისი მეოთხედი 26:12 დასრულდა, დიდ შესვენებამდე კი “ოლიმპმა” ლიდერობა 26 ქულამდე გაზარდა. თუკი მატჩის მოგების ამბიცია ჰქონდათ, “მგზავრების” კალათბურთელებს მესამე პერიოდში უნდა ეყოჩაღათ, თუმცა პირიქით მოხდა. “ოლიმპმა” ისედაც სოლიდურ უპირატესობას 15 ქულაც მიამატა და მატჩის ბედი მესამე პერიოდის ბოლოსთვის გადაწყვეტილი გახლდათ – 41-ქულიანი სხვაობის გაბათილება 1 პერიოდში წარმოუდგენელია და ეს არც მომხდარა.
ცხადი იყო, ლიდერი გუნდი თავს აღარ დაიტვირთავდა და დასკვნით პერიოდში “მგზავრებმა” ჩამორჩენის 20 ქულით შემცირება შეძლეს, თუმცა საბოლოოდ მაინც დიდი სხვაობით – 69:90 წააგეს. გამარჯვებულთაგან შეუჩერებელი იყო მარკ ოგდენი, რომელმაც 28 ქულადა 10 მოხსნა მოაგროვა. 19 ქულა მიითვალა რევაზ როგავამ, ხოლო გივი ბაქრაძემ ორმაგ დუბს უწია – 11 ქულა, 10 პასი. “მგზავრებში” 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ ადრიან ბოუიმ დაძლია, რომელმაც შეხვედრა 21 ქულით დაასრულა.
ამ გამარჯვებამ “ოლიმპი” ცხრილში “რუსთავთან” გაათანაბრა. ორივე გუნდს 7 მოგება და 4 მარცხი აქვს და III-IV ადგილებს იყოფენ. მორიგი ტურის მატჩები 23 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: “კაკტუსი” – “დინამო”, “სოხუმი” – “ბათუმი”, “მგზავრები” – “მარნეული”.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით