სუპერლიგა: "ბათუმმა" "სოხუმი" დამაჯერებლად დაამარცხა

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს “სოხუმი” და “ბათუმი” დაუპირისპირდნენ. “სოხუმს” მიმდინარე სუპერლიგაში მხოლოდ 1 მოგება ჰქონდა, თუმცა არც ბათუმელებს ჰქონდათ საქმე დალხენილად. ბოლო შეხვედრებში წაგებები განიცადეს და ჩემპიონატის შედეგიანად დაწყების შემდეგ, ცხრილში დაბლა დაეშვნენ.

აჭარულმა კლუბმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და “სოხუმს” დამაჯერებლად – 105:81 მოუგო. მატჩის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა, მანამდე კი სოხუმელები იბრძოდნენ და წარმატების შანსს ინარჩუნებდნენ. დიდ შესვენებაზე სხვაობა 8 ქულა იყო, ხოლო მესამე პერიოდი ბათუმელებმა 35:27 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 16 ქულით დაწინაურდნენ.

დარჩენილ დროში ისღა იყო
დასაფიქსირებელი, რამდენი ქულით იმარჯვებდა “ბათუმი”. შეხვედრა ზღვისპირელებმა 24 ქულით მოიგეს და ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს. აჭარულ გუნდს 28 ქულითა და 11 მოხსნით სერბმა სტეფან ანდრეიევიჩმა ულიდერა. ახალწვეულმა იშმაილ ჰოლისმა 24 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ვახტანგ ქადარიამ კი ბათუმელებს 17 ქულა და 10 მოხსნა შემატა. “სოხუმში” 26 ქულით საუკეთესო იყო კვან უოლერი.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ვლადიმერ ბოსნიაკი, “ბათუმის” მთავარი მწვრთნელი: ეს გამარჯვება ძალიან საჭირო იყო. წინა შეხვედრა “კაკტუსთან” გაუმართლებლად წავაგეთ, მანამდეც რამდენჯერმე წავიფორხილეთ, რაც ჩვენი გუნდის არასტაბილურობაზე მიუთითებს. ბევრი გვაქვს სამუშაო, განსაკუთრებით დაცვაში. გვყავს ახალი ლეგიონერი, იშმაელ ჰოლისი, რომელმაც კარგად კი ითამაშა, მაგრამ გუნდს კიდევ უფრო უნდა შეეწყოს”.

მიხეილ კობეშავიძე, „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი: საშინლად ვითამაშეთ დაცვაში. დაცვას თუ არ გამოვასწორებთ, წარმატებაზე ვერც ვიფიქრებთ, ამიტომ აუცილებლად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0