"ბათუმმა" ჩემპიონატი შედეგიანად დაიწყო, თუმცა შემდეგ რამდენიმე მოულოდნელი მარცხი განიცადა და ახლა ცხრილში საქმის გამოკეთებას ცდილობს. ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი გახლდათ დღევანდელი მატჩი ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ "მგავრებთან". ვლადიმერ ბოსნიაკის გაწვრთნილ ბათუმელებს გულშემატკივართა სოლიდური დახმარება ჰქონდათ და მათაც იმედები არ გააცრუეს. მატჩის გადამწყვეტ პერიოდში გამოჩენილი შედეგიანობის წყალობით "ბათუმმა" 78:70 იმარჯვა და აქტივში მე-7 გამარჯვება (12 მატჩში) ჩაიწერა.
არადა,
ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა მეტოქე მაინც გატეხეს, თუმცა ბოლო წუთებამდე გარკვეული არაფერი იყო. ბათუმელებმა საბოლოოდ 8 ქულით იმარჯვეს და 2017 წლის თამაშები დაასრულეს. აჭარულ გუნდს ამერიკელმა სპენსერ კოლინსმა ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი – 25 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 13 ქულა ილია შემოსიუკმა, ხოლო 12 – ლეონიდ სტეპანიშინმა მოაგროვა. "მგზავრებში" 16 ქულით ბომბარდირი გახდა ავთო ლომინაშვილი. 15 ქულა მოაგროვა დავით ბარბაქაძემ, ხოლო 12-12 – კახა ჯინჭარაძის და ადრიან ბოუის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მიმდინარე წლის ბოლო მატჩები დღეს, 30 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: "ოლიმპი" – "მარნეული" (16:00), "დინამო" – "სოხუმი" (18:00).
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით