სუპერლიგა: "დინამო" "ოლიმპთანაც" დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა

AutoSharing Option
“დინამო თბილისს” ჩავარდნა აქვს. 2018 წელს გამართული 3 მატჩიდან საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ყველა წააგო, რაც სუპერლიგაში ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი დინამოელები დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “ოლიმპს” შეხვდნენ და უხეიროდ ჩატარებული ბოლო პერიოდის გამო მატჩი 9 ქულით – 58:67 დათმეს.

ეს გახლდათ დინამოელთა ზედიზედ მე-3 მარცხი – ხოშტარიას გუნდმა 8 იანვარს “მგზავრებთან”, 12 იანვარს – “ბათუმთან” და დღეს “ოლიმპთან” წააგო. არადა, მოქმედ ჩემპიონს თითქოს არაფერი ემუქრებოდა. დინამოელებმა მეტოქის წინააღმდეგობა დაძლიეს და მესამე პერიოდის ბოლოსთვის 8 ქულით დაწინაურდნენ – 47:39.

“ოლიმპის” მოთამაშეებმა გადამწყვეტ პერიოდში ძალიან მოინდომეს, მათ დინამოელთა შეცდომებიც დაეხმარათ და სუპერლიგის უპირატესობიდან 2 წუთში აღარაფერი დარჩა. ამერიკელი ლეგიონერის – მორის ჰილის, მერაბ ბოქოლიშვილის, რევაზ როგავას და ახალწვეული ჰამედ ალის შედეგიანობით “ოლიმპმა” ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა, რომელიც თამაშის ბოლომდე ისე შეინარჩუნა, ვითარება არც დაძაბულა. გამარჯვებულებს 26 ქულით მორის ჰილმა ულიდერა. ბოქოლიშვილის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა, ხოლო რევაზ როგავამ ოლიმპელებს 10 ქულა და 5 პასი შესძინა. “დინამოში” 13 ქულით და 11 მოხსნით ილია ლონდარიძე გამოირჩა. 14 ქულა ლაველ ბოიდის ანგარიშზეა.

ლეონიდ ივატინისა და დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს. მათ ახლა 9 მოგება და 5 მარცხი აქვთ და ანალოგიური შედეგის მქონე “რუსთავთან” ერთად ლიდერების – “ქუთაისისა” და “დინამოს” ზურგსუკან არიან. რაც შეეხება ლიდერს, ის დღევანდელი მატჩის შემდეგ შეიცვალა. დაკარგული ქულებით პირველ ადგილზე 3 წაგების მქონე “ქუთაისია”, ხოლო დინამოელებმა ჩემპიონატში მე-4 მარცხი დღეს განიცადეს და მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

სუპერლიგის მორიგი მატჩები 19 იანვარს – რუსთავსა და ქუთაისში გაიმართება. ქვემო ქართლში სათამაშოდ “მგზავრები” ჩავა, ხოლო იმერეთს დღევანდელი მატჩის ტრიუმფატორი “ოლიმპი” ესტუმრება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ირაკლი ხოშტარია – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„ფაქტია, რომ ბოლო თამაშები ჩავაგდეთ. სამწუხაროდ, ზედიზედ წაგებები გრძელდება, თუმცა ახლა ჩვენი ამოცანაა, ზუსტად გავაანალიზოთ, რა არის ამის მიზეზი. მთელი სეზონი წინაა და მთავარია, კარგად მოვემზადოთ შემდეგი თამაშებისთვის. რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ, იმედი მაქვს, გამოვასწორებთ თამაშს და შევძლებთ, ვიყოთ ისევ ლიდერებში.“

დავით როგავა – „ოლიმპის“ მწვრთნელი:

„პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს ამ თამაშისთვის. რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. „დინამო“ მიმდინარე სუპერლიგის ფავორიტია და ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა. გარდა ამისა, გვაკლია სასტარტო ხუთეულის სამი მოთამაშე, ასევე ახალგაზრდა მოთამაშეები და მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. ვეცდებით, მომდევნო თამაშებისთვისაც სათანადოდ მოვემზადოთ.“

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0