სუპერლიგა: "რუსთავმა" "მგზავრები" 22 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის დღეს დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი რუსთავში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა “მგზავრებს” უმასპინძლეს და ზედმეტი გართულებების გარეშე, სოლიდური სხვაობით – 104:82 დაამარცხეს.

ქვემოქართლურმა გუნდმა ამ მატჩში მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დაამყარა სამქულიან სროლებში. დღემდე საუკეთესო შედეგი “ქუთაისს” ჰქონდა, რომელმაც 5 დეკემბერს “მარნეულს” 16 სამიანი ჩაუგდო. დღეს რუსთაველებმა “მგზავრებთან” შეხვედრაში 17 სამქულიანი მიითვალეს და ძირითადად ამ კომპონენტის ხარჯზე მოახერხეს ესოდენ იოლი გამარჯვების მოპოვება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი “მგზავრების” წევრებმა მხოლოდ 1 სამიანი ჩააგდეს,
ყველაფერი ცხადი გახდება.

გამარჯვებულ რუსთაველებს 26 ქულით რეზო ჩაჩანიძემ ულიდერა, რომელმაც 8 ცდიდან 7 სამქულიანი ჩააგდო. 24 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა ადამ ბლეიზეკმა, ხოლო ლევან ხმელიძის ანგარიშზე 13 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. “მგზავრებში” 19 ქულით საუკეთესო იყო ავთანდილ ლომინაშვილი, ადრიან ბოუის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.

დღეს მეორე შეხვედრა ქუთაისში გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი “ოლიმპს” მასპინძლობს.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ბუბა ბერიშვილი, “მგზავრების” მთავარი მწვრთნელი:
“რუსთავი კარგი გუნდია. ვულოცავ გამარჯვებას. ჩემი აზრით, რუსთავში, ამ დარბაზში, ამ გულშიმატკივრების წინაშე თამაში ძალიან ძნელი. იმდენი ქულა გავუშვით, რომ ცხადია, დაცვა ვერ ვითამაშეთ. მარტო პირველ ტაიმში 11-დან 9 სამქულიანი ჩაგვიგდეს და არც მეორეში გაცუდებიათ მიზანი. მიმდინარე ჩემპიონატში კიდე 2 მატჩი გველის რუსთაველებთან და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავუმკლავდეთ და მივაღწიოთ სასურველ შედეგს”.

რამაზ გოგობერიშვილი, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:
“პირველ რიგში მივულოცავ მთელ საქართველოს ამ დღეს, ნათლისღებას. ასევე მინდა რუსთაველებს მივულოცო ქალაქის 70 წლის იუბილე. რაც შეეხება თამაშს, მგზავრები არაა ის გუნდი, რომ მოდუნების საშუალება მოგცეს. არაფერს ნიშნავს ის, რომ სხვაობა დიდი იყო. დიდი მადლობა ბიჭებს, მიცემული დავალება ზედმიწევნით შეასრულეს და საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0