“ქუთაისს” აკლდა ტრავმირებული ამერიკელი ლეგიონერი დეჟუან რაიტი, ხოლო “დინამოში” დებიუტი ჰქონდა ამერიკელ რეივენ ლის. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველი პერიოდის 2 ქულით მოგების შემდეგ, მეორე მეოთხედში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და დიდი შესვენებისთვის 44:36 გალიდერდნენ.
მესამე პერიოდის შუაწელში დინამოელთა ყველაზე დიდი ლიდერობა დაფიქირდა. მასპინძლები
დარჩენილ დროში დინამოელები მაქსიმალურად ეცადნენ, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს. ქუთაისელებმა ზედმეტი გართულების გარეშე მიიყვანეს მატჩი გამარჯვებამდე (85:79), რაშიც ლომის წილი ორმა კალათბურთელმა – გიორგი ბარბაქაძემ (28 ქულა) და ჯონათან ლიმ (25) დაიდო. აკაკი დვალიშვილმა მატჩი 12-12 ქულა-მოხსნით დაასრულა. დინამოელთაგან 26 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო კაელ ტურპინი, ხოლო ლაველ ბოიდმა 16 ქულა მოაგროვა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ირაკლი ხოშტარია – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:
„სამწუხაროა, რომ წავაგეთ, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა მატჩი. მესამე მეოთხედში მთლიანად ჩავაგდეთ თამაში, დავუშვით ბევრი შეცდომა, შეიძლება ითქას, ამანაც განაპირობა ეს შედეგი. თუმცა, გვყავს ახალი მოთამაშეები და ვფიქრობ, ჩვენ ამ შემადგენლობით შეგვიძლია უკეთესად თამაში. „ქუთაისს“ კი ვულოცავ გამარჯვებას.“
კოტე ტუღუში – „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი:
„ეს ის მომენტია, როდესაც მე მართლა ვამაყობ, რომ „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი გახლავართ. დღეს ჩვენმა ბიჭებმა მართლაც შესაშური შემართება გამოიჩინეს. მიუხედავად რამდენიმე მოთამაშის არყოფნისა, მათ თავი არ დაზოგეს და ბოლომდე იბრძოდნენ, ალბათ, სწორედ ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ და დავამარცხეთ ჩვენი ძალიან სერიოზული მეტოქე. „დინამო“ დღეს გაძლიერებული შემადგენლობით იყო და მე ბედნიერი ვარ, რომ თბილისში მოვახერხეთ მისი დამარცხება.“
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით