მარნეულელებმა გადამწყვეტ მომენტში საბედისწერო შეცდომები დაუშვეს. პირველად საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე, როცა 1 ქულით ჩამორჩენილებმა შეტევაში ბურთი დაკარგეს, ხოლო მეორედ ნიკოლას ნილმა პოტენციურად გამარჯვების ორქულიანი ააცილა. ეს ბურთი რომ ჩავარდნილიყო, “დელტა” ქულით დაწინაურდებოდა და სირენამდე 1 წამი რჩებოდა, მაგრამ ყველაფერი იმ გუნდის სასარგებლოდ
“ოლიმპმა” პირველი პერიოდი 24:16 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე 13 ქულით ლიდერობდა. ამის შემდეგ დაიწყო ქვემოქართლელთა ბრძოლა ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, რომელიც ბოლო წამებამდე გაგრძელდა და როგორც აღვნიშნეთ, მათთვის შედეგიანად არ დასრულებულა. გუნდური თამაშისა და ბოლომდე დაცვითი თამაშის ხარჯზე ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა 80:77 იმარჯვეს და საპლეიოფო ბრძოლაში პოზიციები არ დათმეს – (იხილეთ: ცხრილი)
“ოლიმპში” 14 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო გეგი ბაქრაძე. 13-13 ქულა მოაგროვეს ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა მიხეილ ჭოჭუამ და რევაზ როგავამ. გამარჯვებულებს 10 ქულა მიაშველა ალექსანდრე ბოლქვაძემ. “მარნეულში” 21 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკოლას ნილი, 20 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა დეანდრე რეიმ, ხოლო ლევან ფაცაციას ანგარიშზე 15 ქულა და 8 პასი დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
თემურ კანკია – “მარნეულის” მთავარი მწვრთნელი:
“პირველ რიგში, წაგების მიუხედავად, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს. მით უფრო, რომ ტრავმის გამო არტიომ შვეცი გვაკლდა. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და მეორეში შევძელით ძალების მობილიზება. ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და შეგვეძლო მოგება, მაგრამ ბოლო მომენტში არ გაგვიმართლა.”
დავით როგავა – „ოლიმპის“ მწვრთნელი:
„შედეგით კმაყოფილი ვარ, თამაშის ხარისხით – არა. პირველ ნახევარში კარგად ვითამაშეთ, თუმცა ის, რაც მეორე ნახევარში მოხდა, არ უნდა განმეორდეს. ძალიან დატვირთული გრაფიკი გველის და უკეთ უნდა მოვემზადოთ. გუნდს, რომელსაც ჩემპიონობის ამბიცია აქვს, ისეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს, რაც მეორე ნახევარში მოხდა“.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით