ბათუმელებზე არ იმოქმედა იმ უცნაურმა გარემომ, რაც დარბაზში სუფევდა. წინა ბათუმურ მატჩში მაყურებელთა მხრიდან მსაჯის შეურაცხყოფის გამო გუნდს კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკური კომისიისგან სასჯელი დაეკისრა - ქულებით დაჯარიმებასთან ერთად მომდევნო 2 მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარება.
ვლადიმერ ბოსნიაკის გაწვრთნილი გუნდისთვის ადგილობრივ ქომაგთა მხარდაჭერის არქონას გავლენა არ მოუხდენია - ბათუმელებმა სუპერლიგის ლიდერს დიდი სხვაობით სძლიეს.
მატჩის უმეტესმა ნაწილმა ბრძოლაში,
სწორედ მაშინ, როცა გადამწყვეტ პერიოდში საინტერესო ბრძოლა უნდა შემდგარიყო, თამაში მასპინძელთა დიდი უპირატესობით ჩამთავრდა. დასკვნითი 10-წუთეული აჭარულმა კლუბმა 22:6 მოიგო და შეხვედრაც დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.
ბათუმელებს ლეონიდ სტეპანიშინმა (16 ქულა, 8 მოხსნა) და სპენსერ კოლინსმა (18 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი) ულიდერეს. 13 ქულა და 8 მოხსნა მესამე ლეგიონერმა - ერიკ ჩილდრესმა მოაგროვა. "ქუთაისში" 19 ქულით ჯონათან ლი გამოირჩა. აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის 26-ე ტურის 31 მარტს თბილისში დაგეგმილი მატჩები გადადებულია. ტურის დარჩენილი 2 მატჩი ქუთაისსა და რუსთავში - შესაბამისად, 1-ელ და 2 აპრილს გაიმართება.
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით