სუპერლიგა: "ოლიმპი" - "ბათუმი" 67:64

AutoSharing Option
დღეს თბილისის ოლიმპიური სასახლე სუპერლიგის მორიგი ტურის 4 მატჩს მასპინძლობს. “მარნეულის” გარდა დარბაზში მისული მაყურებელი სუპერლიგის ყველა გუნდს საქმეში იხილავს. პირველ მატჩში ერთმანეთს ცხრილში გვერდი-გვერდ მყოფი გუნდები – “ოლიმპი” და “ბათუმი” შეხვდნენ.

ორივე გუნდისთვის თითქმის გადაწყვეტილია, რომ რეგულარულ სეზონს ზედა ოთხეულში ვერ დაასრულებენ, შესაბამისად, პლეი ოფის პირველ წრეში მოედნის უპირატესობა არ ექნებათ და ამ შეხვედრას უფრო დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა. კარსმომდგარი პრინციპული საპლეიოფო ბრძოლებისთვის “ბათუმიც” და “ოლიმპიც” გამალებით ემზადება და დღევანდელ დაპირისპირებაში გუნდებმა არაერთი კომბინაცია და დაცვითი ტაქტიკა დაამუშავეს.

მატჩი საკმაოდ
დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. მანამდე კი უმეტესად “ოლიმპი” იგებდა, რომლის მოთამაშეებიც უფრო სხარტად და ზუსტად თამაშობდნენ. პირველი პერიოდი თბილისელებმა 19:12 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი მასპინძელთა ლიდერობა 5 ქულას შეადგენდა.

“ოლიმპის” უპირატესობა მესამე პერიოდში 10 ქულამდე გაიზარდა და თითქოს აჭარული კლუბი განწირული ჩანდა, მაგრამ ერიკ ჩილდრესისა და სპენსერ კოლინსის შედეგიანობით ბათუმელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ეს მოხდა მეოთხე პერიოდში, საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე, რის შემდეგაც ოლიმპელებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და დარჩენილი დროში მოსაგებად სამყოფ ლიდერობას მიაღწიეს. საბოლოოდ მასპინძლებმა 3 ქულით – 67:64 გაიმარჯვეს.

“ოლიმპში” 18 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო მორის ჰილი. 13 ქულა დააგროვა გივი ბაქრაძემ, ხოლო 12- მიხეილ ჭოჭუამ. “ბათუმში” 22 ქულით საუკეთესო გახლდათ ერიკ ჩილდრესი. 15 ქულა მიითვალა სპენსერ კოლინსმა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით როგავა – “ოლიმპის” მწვრთნელი:

“ეს მატჩი მნიშვნელოვანი გახლდათ იმ თვალსაზრისით, რომ გუნდმა გასული შეხვედრები ცუდად ითამაშა დაცვაში და “ბათუმთან” ხარვეზები მნიშვნელოვნად გამოვასწორეთ. მატჩის შედეგს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ცხრილის ზედა ნახევარში სიმჭიდროვეა და არ ვიცით, ვის შევხვდებით. პლეი ოფის წინ ეს მატჩი საკმაოდ ნაყოფიერი იყო”.

ვლადიერ ბოსნიაკი – “ბათუმის” მთავარი მწვრთნელი:

“მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მეტოქეს დარჩა. რთულია, განსაზღვრო, ვინ შეგვხვდება პლეი ოფში, ამიტომ, ამ და დარჩენილ მატჩებსაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ მოსამზადებლად”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0