1/4 სერიის პირველ მატჩში მგზავრებმა კაკტუსი დაამარცხა

AutoSharing Option
გუშინ დაწყებული სუპერლიგის პლეი ოფი დღეს 2 მატჩით გრძელდება. თბილისის ოლიმპიურ სასახლესა და რუსთავის “ქიმიკოსთა” დარბაზებში დაგეგმილი მატჩებიდან 1 დასრულდა. რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გასულმა “კაკტუსმა” მეშვიდეადგილოსან “მგზავრებს” უმასპინძლა და მარცხი განიცადა. მატჩის შედეგი იმდენად მოულოდნელი არ გახლდათ, რამდენადაც ის, რომ შეხვედრა ისე ჩამთავრდა, რომ ვითარება არ დაძაბულა.

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” კარგად ითამაშა, თუმცა მათ გამარჯვებას ხელი კაკტუსელთა შეცდომებმაც შეუწყო. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი გუნდის წევრებმა ბევრი სროლა გააფუჭეს, თუმცა შეხვედრის ბოლო პერიოდამდე მთლიანობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. “მგზავრები” მცირედით ლიდერობდნენ
– პირველი პერიოდი 22:20 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის 5 ქულით – 40:35 დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედში კაკტუსელებმა თამაში გამოასწორეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ მხოლოდ 2 ქულას აგებდნენ. სწორედ მაშინ, როცა მატჩის ბოლო წუთებმა მოატანა და თამაშის დაძაბვა იყო მოსალოდნელი, “მგზავრების” ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა და მოპოვებული სოლიდური უპირატესობა ბერიშვილის გუნდს აღარც დაუთმია. საბოლოოდ “მგზავრებმა” 16 ქულით – 85:69 იმარჯვა.

ბოლო პერიოდის შუაწელში “მგზავრების” წევრებმა ძალიან გამართული კალათბურთი ითამაშეს. გამოსარჩევი იყო ადრიან ბოუის როგორც შორი სროლები, ისე სწრაფი გარღვევები. ასევე კახა ჯინჭარაძის, ბერნარდ ნკალისა და ოთარ ფხაკაძის შედეგიანობა. მთლიანობაში კი, “მგზავრებმა” გუნდური თამაშის წყალობით მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა და მეოთხედფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა.

გამარჯვებულებს 22 ქულით, 11 მოხსნით, 7 პასით და 4 ჩაჭრით ადრიან ბოუიმ ულიდერა. 20 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ. 11 ქულა ბერნარდ ნკალის ანგარიშზეა, ხოლო ოთარ ფხაკაძემ და ტეილორ სტეფორდმა შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს. “კაკტუსში” 24 ქულით დეანდრე პარკსი გამოირჩა. 11 ქულა ჰქონდა კრისტიან ჯონსონს, ხოლო ჯონ მიტჩელმა 10 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა, მორიგი შეხვედრა 8 მაისს, 16:00 საათზე, კვლავ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, “მგზავრები” ნახევარფინალში გავა, ხოლო “კაკტუსმა” თუ იმარჯვა, სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი 10 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

არჩილ ჟღენტი – „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:

„ვულოცავ „მგზავრებს“, დამსახურებულად გაიმარჯვეს. თასის ფინალის შემდეგ, ალბათ, ვერ მოვასწარით ძალების აღდგენა. ანგარიში ჯერ 1:0-ა და მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის.“

ბუბა ბერიშვილი – „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი:

„მადლობა ჩემს ბიჭებს იმისთვის, რომ რა დავალებაც ჰქონდათ, მაქსიმალურად გაართვეს თავი. თუმცა შეცდომებიც, რა თქმა უნდა, გვქონდა. მესამე-მეოთხე პერიოდში გამოვასწორეთ დაცვაშიც და შეტევაშიც თამაში და ამან მოგვიტანა მოგება. დიდი ხანია ამ გუნდისთვის ვემზადებით და მაქსიმალურ შედეგსაც მივაღწიეთ. ზეგ გვაქვს მომდევნო თამაში, რომელიც ალბათ რთული იქნება და უკეთ უნდა მოვემზადოთ, რომ ოთხეულში გადავიდეთ.“

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0