მატჩის პირველ პერიოდში მასპინძლებმა 3 ქულით იმარჯვეს, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობა 15 ქულამდე გაზარდეს. მატჩის საბოლოო სხვაობაც ეს იყო. მომდევნო პერიოდები მეტოქეებმა თითო ქულით მოიგეს და საბოლოოდ მასპინძელთა 15-ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა.
"ქუთაისში" 23 ქულით ბომბარდირი ბექა ბექაური გახდა, ხოლო საერთო სარგებლიანობით საუკეთესო აკაკი დვალიშვილი იყო - 18 ქულა, 12
ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მომდევნო შეხვედრა 9 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისელები ნახევარფინალში გავლენ, ხოლო მარნეულელთა მოგება სერიაში ანგარიშს გაათანაბრებს და გადამწყვეტი მატჩი 11 მაისს ქუთაისში ჩატარდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით