"ქუთაისმა" მეოთხედფინალი "მარნეულთან" 15-ქულიანი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
სუპერლიგის პლეი-ოფში ბოლო მეოთხედფინალური წყვილის წარმომადგენლები - "ქუთაისი" და "მარნეული" ჩაებნენ. შეხვედრა იმერეთის დედაქალაქში გაიმართა და მოსალოდნელი შედეგით დასრულდა: რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა "ქუთაისმა" 15 ქულის სხვაობით - 85:70 დაამარცხა მერვეადგილოსანი "მარნეული".

მატჩის პირველ პერიოდში მასპინძლებმა 3 ქულით იმარჯვეს, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობა 15 ქულამდე გაზარდეს. მატჩის საბოლოო სხვაობაც ეს იყო. მომდევნო პერიოდები მეტოქეებმა თითო ქულით მოიგეს და საბოლოოდ მასპინძელთა 15-ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა.

"ქუთაისში" 23 ქულით ბომბარდირი ბექა ბექაური გახდა, ხოლო საერთო სარგებლიანობით საუკეთესო აკაკი დვალიშვილი იყო - 18 ქულა, 12
მოხსნა, 2 პასი. 14 ქულა მიითვალა გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო ჯონათან ლის ანგარიშზე 12 დაგროვდა. "მარნეულში" საუკეთესო შედეგი დააფიქსირა არტიომ შვეცმა, რომელმაც 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. 14 ქულით გამოირჩა ზვიად ანთაძე.

ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მომდევნო შეხვედრა 9 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისელები ნახევარფინალში გავლენ, ხოლო მარნეულელთა მოგება სერიაში ანგარიშს გაათანაბრებს და გადამწყვეტი მატჩი 11 მაისს ქუთაისში ჩატარდება. 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0