მგზავრებმა კაკტუსს სძლია და ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
სუპერლიგის მეორე ნახევარფინალისტი ცნობილია. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე დიდი მოულოდნელობა დააფიქსირა. რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გასულმა “მგზავრებმა” პლეი ოფის პირველი წრიდან მეორეადგილოსანი “კაკტუსი” გამოაგდო. აქამდე სუპერლიგაში არასდროს მომხდარა, რომ მეოთხედფინალური სერია მოედნის უპირატესობის არმქონე გუნდს მოეგოს.

“მგზავრებმა” სერიის პირველი მატჩი “კაკტუსს” 85:69 მოუგო. სერიაში ჩამორჩენილ “კაკტუსს”, რომელსაც რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ “ქუთაისმა” აჯობა, საპასუხო მატჩში საერთო ანგარიშის გათანაბრების ამბიცია ჰქონდა, თუმცა… “მგზავრების” მწვრთნელმა, ბუბა ბერიშვილმა მატჩისშემდგომ კომენტარში თქვა, რომ სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე
იცოდნენ, რომ “კაკტუსს” შეხვდებოდნენ და მასთან სათამაშოდ ემზადებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, “მგზავრების” მოთამაშეები მართლაც მომზადებულნი იყვნენ, რადგან წინა მატჩის მსგავსად, დღევანდელ შეხვედრაშიც მეტოქეს გასაქანი არ მისცეს.

“მგზავრები” კვლავ ლიდერის როლში იყვნენ, თუმცა “კაკტუსი” წინა მატჩის მსგავსად მეტოქეს წინ არ უშვებდა და შანსს ინარჩუნებდა. გადამწყვეტი პერიოდის წინ “მგზავრები” 6 ქულით იგებდნენ, რაც ბევრს არაფერს ნიშნავდა და “კაკტუსს” შანსს აძლევდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მატჩის ბედი გაირკვა. ზუსტად მაშინ, როცა მაყურებელი ყველაზე მძაფრ ბრძოლას ელოდა, “მგზავრების” მოთამაშეებმა გუნდური სულისკვეთებით, სწრაფი გარღვევებით, ზუსტი შორი სროლებითა და გაუვალი დაცვით 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა “კაკტუსისთვის” არარეალური გახდა, რადგან მატჩის დასრულებამდე 2 წუთზე ნაკლები რჩებოდა.

საბოლოოდ “მგზავრებმა” 12 ქულით – 87:75 გაიმარჯვა, სერიაში ანგარიში 2:0 გახადა და ნახევარფინალშიც გავიდა. გამარჯვებულებს 20 ქულით ტეილორ სტეფორდმა ულიდერა. 15 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო ადრიან ბოუის ანგარიშზე 14 ქულა და მატჩში უმეტესი 13 პასი დაგროვდა. “კაკტუსტში” 15 ქულით საუკეთესო იყო ანატოლი ბოისა. 14 ქულა მოაგროვა დავით ლომიძემ.

“კაკტუსისთვის” სეზონი დასრულდა, “მგზავრები” კი ნახევარფინალში “დინამოს” შეხვდებიან. ამჯერად სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.

ბუბა ბერიშვილი – “მგზავრების” მთავარი მწვრთნელი:

“რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 3 ტურის მანძილზე რეალურად ჩვენ უკვე ვემზადებოდით “კაკტუსისთვის”. ამ მომზადებამ შედეგი გამოიღო და მე მინდა ბიჭებს მადლობა ვუთხრა. დღეს უფრო დაძაბულ თამაშს ველოდი და ასეც იყო. ვერ ვიტყვი, რომ იოლად გავიმარჯვეთ. საბოლოო ანგარიში, რაც ჩვენს სოლიდურ უპირატესობას მიანიშნებს, ბოლო 2 წუთში გაიზარდა. როგორც მთავარი მწვრთნელი, სუპერლიგის ნახევარფინალში პირველად გავედი, რასაც ვულოცავ საკუთარ გუნდს და ეს ჩემთვისაც დიდი სტიმულია. პროგრამა მაქსიმუმი, რაც ოთხეულში მოხვედრას გულისხმობდა, მიღწეულია. წინ ნახევარფინალია და ჩვენ არაფერი გვაქვს სანერვიულო. “დინამოს” ბოლომდე ვეთამაშებით და შევეცდებით, ფინალში გავიდეთ”.

ტეილორ სტეფორდი – “მგზავრების” უკანახაზელი:

“ძალიან საპასუხისმგებლო მატჩი იყო ძალიან ძლიერ მეტოქესთან. პირველ მატჩში მოგების შემდეგ ძალიან რთულ ბრძოლას ველოდით და საბოლოოდ ასეც გამოვიდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენს სასარგებლოდ. გავიმარჯვეთ და ნახევარფინალში გავედით, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი მეტოქეა “დინამო”, რომელსაც ღირსეულად შევებრძოლებით და ჩვენი მიზანი ამ ბრძოლაში იქნება მხოლოდ ფინალში გასვლა”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიერ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0