ქუთაისმა რუსთავს 90:70 სძლია და სერიაში ანგარიში გაათანაბრა

AutoSharing Option
სუპერლიგის რეგიონალურ ნახევარფინალში ანგარიში გათანაბრდა. “ქუთაისმა” 20 ქულის სხვაობით – 90:70 დაამარცხა “რუსთავი” და სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული სერიის პირველი მატჩი ქვემოქართლელებმა 81:75 მოიგეს და მოედნის უპირატესობას დაეპატრონნენ.

ახლა სერია რუსთავში გადაინაცვლებს, სადაც 17 და 18 მაისს 2 მატჩი გაიმართება. თუკი მეტოქეებმა მოგებ-წაგებები ქუთაისური მატჩების მსგავსად გაიყვეს, სერიის მე-5, გადამწყვეტ შეხვედრას იმერული კლუბი 20 მაისს უმასპინძლებს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მისი პირველი ტაიმი ძალიან დაძაბული იყო. რუსთაველებმა პირველი პერიოდი 22:20 მოიგეს და ლიდერობას შემდეგაც ინარჩუნებდნენ. 34:37
ჩამორჩენილმა ქუთაისელებმა 12:3 გაქცევა მოაწყვეს და 46:40 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედის შემდეგ მასპინძლები 46:41 იგებდნენ, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მასპინძლებმა მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს და მატჩის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე, მესამე პერიოდის ბოლოსთვის გადაწყვიტეს.

აღნიშნული პერიოდი მასპინძლებმა 27:7 მოიგეს, 25 ქულით დაწინაურდნენ და შეხვედრას ინტრიგა დაუკარგეს. საბოლოოდ ქუთაისელებმა 90:70 გაიმარჯვეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს. მასპინძელთა შორის საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. 17 ქულა მიითვალა დეჟუან რაიტმა, აკაკი ლომოურმა კი მასპინძლებს 16 ქულა მიაშველა. “რუსთავში” 17 ქულით გამოირჩა პირველი მატჩის გმირი ადამ ბლეიზეკი, ტაირელ ნელსონმა კი ქვემოქართლელებს 12 ქულა შესძინა.

ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩი 17 მაისს, რუსთავში, 18:30 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0