სუპერლიგის მე-3 ტური დღეს ქუთაისსა და თბილისში გაიხსნა. იმერეთს სუპერლიგის დებიუტანტი “შსს აკადემია-ტიტები” ესტუმრა და მასპინძლებს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.
შეხვედრის ბოლო წუთი დაიწყო თუ არა, სტუმრები დენიელ აფჩერჩის ზუსტი გარღვევით 72:71 დაწინაურდნენ. ქუთაისელებმა წუთშესვენება აიღეს და საპასუხო შეტევაში აკაკი დვალიშვილმა შორი ორქულიანით მასპინძლები კვლავ დააწინაურა. მატჩის ერთ-ერთ გადამწყვეტ შეტევაში “ტიტების” ამერიკელმა ლეგიონერმა, დენიელ აფჩერჩმა არაზუსტი პასით ბურთი დაკარგა, ხოლო საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე ჯონათან ლიმ ზუსტი სამქულიანით ქუთაისელები 4 ქულით დააწინაურა.
მატჩის ბედიც
ფაქტობრივად აქ გადაწყდა. სტუმრები ტაქტიკურ ჯარიმებზე გადავიდნენ, თუმცა 4 ქულით დაწინაურებული ქუთაისელების წამოწევა ვერ მოახერხეს და სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა – 81:77. მასპინძელთაგან 23 ქულით ბომბარდირი ჯონათან ლი გახდა, 17 ქულა ჯეჟან რაიტის ანგარიშზე დაგროვდა, 12 – ლევან ფაცაციამ მოაგროვა, ხოლო ტერენს ტომპსონმა მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 11-11 ქულა-მოხსნა მიითვალა. “ტიტებში” დენიელ აფჩერჩმა 16 ქულა და 8 პასი მიითვალა, ბესიკ ლეჟავას და ილია ლონდარიძის ანგარიშზე 15-15 ქულა დაგროვდა.
შეხვედრის ბოლო წუთი დაიწყო თუ არა, სტუმრები დენიელ აფჩერჩის ზუსტი გარღვევით 72:71 დაწინაურდნენ. ქუთაისელებმა წუთშესვენება აიღეს და საპასუხო შეტევაში აკაკი დვალიშვილმა შორი ორქულიანით მასპინძლები კვლავ დააწინაურა. მატჩის ერთ-ერთ გადამწყვეტ შეტევაში “ტიტების” ამერიკელმა ლეგიონერმა, დენიელ აფჩერჩმა არაზუსტი პასით ბურთი დაკარგა, ხოლო საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე ჯონათან ლიმ ზუსტი სამქულიანით ქუთაისელები 4 ქულით დააწინაურა.
მატჩის ბედიც
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით