ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-4 ტური 8 დეკემბერს დღეს თბილისში გრძელდება.
ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 4 მატჩიდან პირველი უკვე დასრულდა. "შსს აკადემია-ტიტებმა" "ბათუმს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 89:82 დაამარცხა.
ბათუმელებს 2 მოგების წილ 1 მარცხი ჰქონდათ, "ტიტებს" კი - პირიქით. მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ზღვისპირელებმა ერთხანს 13-ქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს, თუმცა მასპინძლებმა თამაში მალევე დაალაგეს და ძირითადად სწრაფი შეტევებით ჩაგდებული ბურთებით პირველი პერიოდის ბოლოს ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს.
მესამე მეოთხედი გარდამტეხი გამოდგა, რომელიც "ტიტებმა" 10 ქულით - 26:16 მოიგეს, 7 ქულით
"ტიტებში" შეუჩერებელი იყო ილია ლონდარიძე, რომელმაც სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 30 ქულა და 5 პასი მიითვალა. 11-11 ქულა მოაგროვეს ბესო ლეჟავამ და როდერიკ მილსმა. "ბათუმში" 18 ქულით გამოირჩა შონ ჰილი, ხოლო 17-17 ქულა ნოდარ გოგოძემ და სპენსერ კოლინსმა მოაგროვეს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით