შეხვედრის დასაწყისში “მგზავრებმა” მცირე უპირატესობა მოიპოვეს, რომელსაც ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდნენ. “დელტა” ცდილობდა წამოწევას, მაგრამ დეფიციტს ბოლომდე ვერ აბათილებდა, თუმცა მეტოქეს დიდი სხვაობითაც არ ჩამორჩებოდა.
ბოლო პერიოდის წინ “მგზავრები” 7 ქულით იგებდნენ, მაგრამ “დელტამ” გუნდური თამაშის წყალობით შეძლო დაწინაურება. ეს მოხდა თამაშის
“დელტას” შეეძლო გათანაბრება, მაგრამ საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე ლობჯანიძემ 2-დან მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო, ადრიან ბოუიმ კი ორივე საჯარიმო გამოიყენა და “მგზავრები” 70:67 გალიდერდა. შეხვედრის ბოლო წამზე ოთო ფხაკაძის გამთანაბრებელი სამქულიანი მიზანს ასცდა და “მგზავრებმა” მიმდინარე სუპერლიგაში მე-6 გამარჯვება მოიპოვა, რითაც “დელტას” გაუთანაბრდა.
გამარჯვებულთაგან 29 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი. 17 ქულა დააგროვა ჯეიკობ არმსტრონგმა, ხოლო 15 ქულა კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე დაგროვდა. “დელტაში” 13-13 ქულით ბექა ბექაური და საბა ლობჯანიძე გამოირჩნენ. 12 ქულა მოაგროვა გეგი ბაქრაძემ, ახალწვეულმა ერიკ ნოთიჯმა კი შეხვედრა 9-9 ქულა-მოხსნით დაასრულა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით