"ბათუმმა" უშუალო კონკურენტ "რუსთავს" 22 ქულით მოუგო

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-10 ტურის ბოლო მატჩი დღეს, ბათუმში გაიმართა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმელებმა უპინციპულეს მატჩში “რუსთავს” უმასპინძლეს. ორივე გუნდი სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის. პირველი წრის 9 მატჩში 2 მოგებით “ბათუმი” მე-9, ხოლო რუსთველები 1 მოგებით ბოლო ადგილზე გახლდნენ. შესაბამისად, მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა.

მატჩიც ისე დაიწყო, როგორი ინტრიგაც ახლდა – დაძაბულად, ხისტად და მოენდის გოჯის დაუთმობლად. ორივე გუნდი აქცენტს დაცვაზე აკეთებდა, იყო შეცდომები და ანგარიში თანაბრად იზრდებოდა.

პირველი პერიოდი რუსთაველებმა 22:17 მოიგეს, მეორედან კი მასპინძლებმა თამაში დაალაგეს და სწრაფი გარღვევებით ჯერ
ანგარიში გააბათილეს, შემდეგ კი დაწინაურდნენ კიდეც. დიდი შესვენებისთვის “ბათუმი” 33:30 იგებდა, რაც საინტერესო ბრძოლას უქადდა დარბაზში მისულ მაყურებელს. თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდებმა ისე ჩაიარა, ვითარება არ დაძაბულა. მასპინძლებმა განსაკუთრებით დასკვნის ათწუთეულში იყოჩაღეს და რუსთაველებს ისე მოუგეს, შანსი არ მიუციათ.

საბოლოოდ “ბათუმმა” 87:65 იმარჯვა და სუპერლიგაში მე-3 გამარჯვება იზეიმა. ზღვისპირელთა შორის 24 ქულით საუკეთესო კეისი შეპარდი გახლდათ. 14 ქულა ჰქონდა ნოდარ გოგოძეს, დეიან იეფტიჩის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. “რუსთავში” 15 ქულით ბომბარდირი გახდა კენდარიუს ჰამილტონი, ჯოშუა მეისონის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.

10 ტურის შემდეგ 3-3 მოგებით VIII-IX ადგილებს “კაკტუსი” და “ბათუმი” ინაწილებენ, ბოლო პოზიციაზე კი 1 მოგების მქონე “რუსთავია”.

სუპერლიგის მე-11 ტურის მატჩები 1, 2 და 3 მარტს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0