"მგზავრებმა" "თსუ-ჰიუნდაისთან" იოლი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-11 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს თანაბარი ქულების მქონე გუნდები - "თსუ-ჰიუნდაი" და "მგზავრები" შეხვდნენ. ორივე მათგანს 6 მოგების წილ 4 მარცხი ჰქონდა და გამარჯვებულს ცხრილში სოლიდური დაწინაურება ერგებოდა. მიუხედავად სატურნირო ცხრილში მეზობელთა შეხვედრისა, თამაში შესაფერისად დაძაბული ვერ გამოდგა. "მგზავრებმა" სკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა - 96:61.

სუპერლიგის დებიუტანტმა "თსუ-ჰიუნდაიმ" სეზონის უსუსტესი მატჩი ჩაატარა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს ახალი გამთამაშებელი, მარკუს პოზლი ჯერ ვერ შეეწყო, მეორე ლეგიონერი, ვიკტორ ნიკერსონი კი ფორმაში ვერაა და მხოლოდ 6 წუთი ითამაშა. "მგზავრები" კი შესანიშნავ ფორმაშია, გუნდის
თითოეულმა წევრმა მაღალ დონეზე ჩაატარა დღევანდელი შეხვედრა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

პირველი პერიოდი "მგზავრებმა" 19:10 მოიგეს, ხოლო მეორეში 26:17 იძალეს. მეორე ტაიმის დაწყებამდე მსაჯებმა მეორე ტექნიკურით დააჯარიმეს თსუ-ჰიუნდაელთა მწვრთნელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, რომელსაც ამის გამო თამაშის დატოვება მოუხდა და 18 ქულით ჩამორჩენილი მისი გუნდი წასაგებად გაიწირა. მესამე მეოთხედი "მგზავრებმა" 30:16 მოიგო, 32 ქულით გალიდერდა და მატჩმაც ინტერესი დაკარგა.

"მგზავრებში" 22 ქულით საუკეთესო იყო რევაზ ჩაჩანიძე, რომელმაც 9 ცდიდან 7 სამქულიანი ჩააგდო. 17 ქულა მიითვალა ჯეიკობ არმსტრონგმა, ხოლო პრონს უილიამსის ანგარიშზე 12 დაგროვდა. ეფეფტურობის კოეფიციენტით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი - 11 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი. "თსუ-ჰიუნდაიში" 12-12 ქულა ჰქონდათ რატკო პეტრიჩს და ჯეიმს მილიკენს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0