"ოლიმპმა" "თსუ-ჰიუნდაი" 2 ოვერტამში დაამარცხა

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის მე-14 ტური დღეს, ოლიმპიურ სასახლეში ერთი მატჩით დაიწყო. მეტოქეები ცხრილში ახლოს მყოფი გუნდები – “თსუ-ჰიუნდაი” და “ოლიმპი” იყვნენ. სტუდენტური გუნდი ოლიმპელებს ქულით უსწრებდა, რაც მატჩს მისი მონაწილეებისთვის დამატებით მოტივაციას სძენდა.

შეხვედრის ბედი ვერც ძირითად დროში გაირკვა და ვერც – დამატებითში. უაღრესად დაძაბული და უშეღავათო მატჩის ძირითადი 40 წუთი ფრედ – 76:76 დასრულდა. გამარჯვებული ვერ გამოვლინდა ვერც დამატებით ხუთწუთეულში, რომელიც 8:8 დასრულდა.

ყველაფერი მეორე ოვერტაიმის ბოლოს გადაწყდა. “ოლიმპის” მოთამაშეებმა მეტოქის შეცდომების ფონზე გასამარჯვებლად აუცილებელი და საკმაო ქულები მიითვალეს. პასუხად
თავი საიმედოდ დაიცვეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს – 97:94.

ოლიმპელებს 28 ქულით და 9 პასით ტრე ბენეტმა ულიდერა, რომელმაც 14-დან 7 სამქულიქნი ჩააგდო. რევაზ როგავას ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა. “თსუ-ჰიუნდაიში” 25 ქულით საუკეთესო შედეგი ჯეიმს მილიკენმა დააფიქსირა. 17 ქულა ჰქონდა გიორგი კორსანტიას, ხოლო 13-13 ალექსანდრე ფევაძეს და ვიკტორ ნიკერსონს.

მე-14 ტურის დარჩენილი შეხვედრები 22, 23 და 24 მარტს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0