მატჩი ერთქულიანი სხვაობით – “დელტას” სასარგებლოდ დასრულდა, რომელმაც მე-15 მატჩში მე-9 გამარჯვება მოიპოვა და სანამ “დინამოს”, “თსუ-ჰიუნდაის”, “ოლიმპს” და “მგზავრებს” არ უთამაშიათ, მე-2 ადგილზე დამკვიდრდა. მატჩის პირველი
ბოლო ათწუთულში დელტელებმა განაგრძეს შედეგიანი თამაში და უპირატესობა 10 ქულამდეც გაზარდეს, მაგრამ ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი “ტიტების” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდი არ გატყდა და დარჩნილ დროში მოგების რეალური შანსი მოიპოვა. ბოლო 2 წუთში კარგი დაცვის ხარჯზე “ტიტებმა” ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე შეტევის უფლებაც მოიპოვეს. გადამწყვეტი შეტევა ტიტელთაგან ყველაზე შედეგიანმა კაჰიმ რენსომმა ითავა, რომელსაც სედეგიანი გარღვევის განხორციელებმა მეტოქეთა აქტიური მეურვეობის გამო არ გამოუვიდა და დროც ამოიწურა – 87:86 “დელტას” სასარგებლოდ, რომლის რიგებშიც 30 ქულით მალკოლმ დრამრაითი გამოირჩა. 19 ქულა მოაგროვა ოთო ფხაკაძემ, ხოლო ბექა ბექაურმა 12 ქულას 13 მოხსნაც მოაყოლა. “”ტიტებში” 27 ქულა – 9 პასით საუკეთესო იყო რენსომი, ილია ლონდარიძის ანგარიშზე კი 22 ქულა დაგროვდა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით