"ბათუმმა" "თსუ-ჰიუნდაიც" დაამარცხა და სუპერლიგაში ადგილი გაიმყარა

AutoSharing Option
დასრულდა სუპერლიგის მე-15 ტურის კიდევ ერთი მატჩი, რომელსაც აჭარის დედაქალაქმა უმასპინძლა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა “ბათუმმა” “თსუ-ჰიუნდაის” უმასპინძლა და ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვა – 82:71.

ბათუმელები 3 ტურის წინ ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იყვნენ და სუპერლიგიდან გავარდნის სერიოზული საფრთხე ემუქრებოდათ, თუმცა ბოლო 2 მატჩი მოიგეს და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. გასულ კვირას “დელტას”, ხოლო დღეს “თსუ-ჰიუნდაის” დამარცხებით “ბათუმი” მე-7 ადგილზე აღზევდა და კონკურენტ “კაკტუსს” ორით, ხოლო “ტიტებს” ქულით უსწრებს.

დღევანდელ მატჩში სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფავორიტად “თსუ-ჰიუნდაი” ითვლებოდა, თუმცა ეს თამაშმა ვერ გამოაჩინა.
ბათუმელებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს ლიდერობა, მთელი თამაში თავს კომფორტულად გრძნობდნენ და საბოლოოდ დამაჯერებლად გაიმარჯვეს კიდეც.

არადა, “ბათუმს” ხუთეულის 2 წევრი – ნოდარ გოგოძე და დეიან იეფტიჩი აკლდა. თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო კეისი შეპარდი, რომელმაც 28 ქულა, 7 პასი, 6 ჩაჭრა და 5 მოხსნა მოაგროვა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 40-ს უწია, რაც მიმდინარე სეზონის მეორე საუკეთესო შედეგია ოლიმპელი მარკ ოგდენის (46) შემდეგ. 19 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა სტეფან ანდრეიევიჩმა, 11 ქულა და 10 მოხსნა კი ლევან ელიაძის ანგარიშზეა. “თსუ-ჰიუნდაიში” 18 ქულა მიითვალა მარკუს პოზლიმ, 16 – ვიკტორ ნიკერსონმა, ხოლო გიორგი კორსანტიას ანგარიშზე 7 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა.

მე-15 ტურის უკანასკნელი შეხვედრა 29 მარტს გაიმართება: “რუსთავი” “მგზავრებს” უმასპინძლებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0