"კავკასიამ" "კაკტუსს" სერია გაუთანაბრა - სუპერლიგის საგზური მეხუთე მატჩში გათამაშდება

AutoSharing Option
სუპერლიგის ბოლო საგზურისთვის დანიშნული საკვალიფიკაციო სერია გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა.

რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე გასული "კაკტუსი" უმაღლესში დასარჩენად იბრძვის, რომელსაც "ა" ლიგის ფინალისტი "კავკასია" ეცილება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა 74:69 დაამარცხა "კაკტუსი", სერიაში ანგარიში 2:2 გაათანაბრა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა.

გადამწყვეტი შერკინება 4 მაისს გაიმართება თუ 5-ში, პირველ მაისს გადაწყდება და მისი გამარჯვებული 2019-20 წლების სეზონის სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს. რაც შეეხება მატჩს, ის გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

თავდაპირველად "კაკტუსის" ლიდერობა ასცდა 10 ქულას, თუმცა მეორე პერიოდში კავკასიელებმა დაცვისა და მეტოქის
შეცდომების ხარჯზე მოახერხეს გარდატეხის მოხდენა და 10 ქულით თავად გალიდერდნენ.

შედეგიანად ირჯებოდა რიჩარდ მათიაშვილისა და ვენდელ ლუისის ტანდემი, ხოლო უკანა ხაზში ბექა წივწივაძე და ანდრე ლუისი აქტიურობდნენ.

ბოლო წუთზე კაკტუსელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხეს და დამარცხდნენ. გამარჯვებულებს 18 ქულით მათიაშვილმა ულიდერა. 17 ქულა ლუისმა მოაგროვა, დავით ბარბაქაძის ანგარიშზე კი 15 დაგროვდა. "კაკტუსში" 19 ქულით საუკეთესო იყო დელანო სპენსერი.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა დახურული არაა? ეს მათიაშვილი ხან კავკასიის უნივერსუტეტშია ხან ქუთაისის გუნდში. რა ხდება ?
Togo
16:58 01-05-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0