სუპერლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში "დელტამ" "ოლიმპი" დაამარცხა

AutoSharing Option
მეოთხედფინალური სერია გაიხსნა "დელტასა" და "ოლიმპის" წყვილშიც. რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გასული "დელტა" მეექვსეადგილოსან "ოლიმპს" უპირისპირდება სერიაში, რომელიც 3 მოგებამდეა.

მატჩი "დელტელთა" უპირატესობით დაიწყო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 18:10 მოიგო, მეორეში კი მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდა და 30:10 დაწინაურდა. მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, "ოლიმპი" არ გატყდა და ცუდად დაწყებული საქმის გამოსწორებას შეუდგა. დიდ შესვენებამდე დიმიტრი ჯაკობოვის გუნდმა ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა და მესამე პერიოდში თამაში გაათანაბრა, თუმცა დეფიციტი ბოლომდე ვერ აღმოფხვრა.

ბოლო პერიოდში "ოლიმპელები" 5 ქულით მიუახლოვდნენ მეტოქეს,
მაგრამ "დელტამ" ბოლომდე შეინარჩუნა როგორც გამართული თამაშის მანერა, ისე - ლიდერობა და 69:60 გაიმარჯვა. "დელტელთა" შორის 15 ქულით ბომბარდირო მალკოლმ დრამრაითი გახდა. 12 ქულა მოაგროვა გეგი ბაქრაძემ, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე 7 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. "ოლიმპში" 17 ქულით რევაზ როგავა გამოირჩა. მარკ ოგდენმა შეხვედრა 10 ქულითა და 13 მოხსნით დაასრულა.

ამ გუნდებს შორის სერიის მეორე შეხვედრა 2 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
ქუთაისი
9
7
2
50
16
2
დინამო
9
7
2
40
16
3
ოლიმპი
10
5
5
50
15
4
თსუ
9
6
3
38
15
5
მგზავრები
9
5
4
24
14
6
დელტა
8
5
3
50
13
7
კაკტუსი
10
3
7
-79
13
8
ტიტები
8
3
5
-36
11
9
ბათუმი
9
2
7
-92
11
10
რუსთავი
9
1
8
-72
10