მატჩი "დელტელთა" უპირატესობით დაიწყო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 18:10 მოიგო, მეორეში კი მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდა და 30:10 დაწინაურდა. მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, "ოლიმპი" არ გატყდა და ცუდად დაწყებული საქმის გამოსწორებას შეუდგა. დიდ შესვენებამდე დიმიტრი ჯაკობოვის გუნდმა ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა და მესამე პერიოდში თამაში გაათანაბრა, თუმცა დეფიციტი ბოლომდე ვერ აღმოფხვრა.
ბოლო პერიოდში "ოლიმპელები" 5 ქულით მიუახლოვდნენ მეტოქეს,
ამ გუნდებს შორის სერიის მეორე შეხვედრა 2 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით