პირველი პერიოდი დელტელებმა 22:14 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობა 12 ქულამდე გაზარდეს. მესამე ათწუთეულში “ოლიმპმა” თამაში გამოასწორა.
მიუხედავად გამოუვალი მდგომარეობისა, “ოლიმპმა” რეალური შანსი მოიპოვა: რეზო როგავამ 3-ქულიანი ჩააგდო, ფარქვეშიდან შემოტანილი ბურთი კი ოლიმპელმა ჩარლზ ბენეტმა ერიკ ნოთიჯს ჩაუჭრა, ხოლო როგავამ ზუსტი ორქულიანით დასრულებამდე 24 წამით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. “ოლიმპის” პრესინგმა გაამართლა და “დელტამ” ბურთი დაკარგა. 3 ქულით ჩამორჩენილ “ოლიმპს” 17 წამი ჰქონდა, მაგრამ რეზო როგავას გამათანაბრებელი სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა. “დელტამ” საჯარიმოები მიითვალა და თამაშის ბედიც გადაწყდა. გამარჯვებულთაგან 22 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 13 ქულა და 9 მოხსნა ერიკ ნოთიჯის ანგარიშზე დაგროვდა. საბა ლობჯანიძემ და არტიომ შვეცმა 12-12 ქულა მოაგროვეს. “ოლიმპში” 14-14 ქულით რეზო როგავა, ნიკა დარბაიძე და მარკ ოგდენი გამოირჩნენ.
სერიის მომდევნო მატჩი 5 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით