"მგზავრებმა" გაათანაბრეს, "ქუთაისი" კი 2:0 დაწინაურდა

AutoSharing Option
სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მორიგი მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. “მგზავრებმა” “ბათუმთან” პირველი მატჩის წაგების შემდეგ მობილიზება შეძლო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ზღვისპირელებს 75:64 (სტატისტიკა) სძლია და მომდევნო 2 მატჩის გასამართად ბათუმში მიემგზავრება.

დღევანდელი მატჩი “მგზავრების” უპირატესობით წარიმართა, თუმცა “ბათუმი” უიმედოდ არ ყოფილა და თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, შანსს ინარჩუნებდა. დიდი შესვენებისთვის “მგზავრები” 2 ქულას იგებდნენ, მესამე პერიოდიდან კი უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს და თამაში ისე ჩაამთავრეს, მეტოქესთვის წარმატების შანსი არ მიუციათ. საბოლოოდ “მგზავრებმა” 11 ქულით იმარჯვა
და სერია 1:1 გაათანაბრა, თუმცა მოედნის უპირატესობას “ბათუმი” ფლობს, რომელიც მომდევნო 2 მატჩს საკუთარ ქალაქში ჩაატარებს და და წარმატების შემთხვევაში ნახევარფინალში გავა.

“მგზავრებში” 15 ქულით საუკეთესო იყო ჯეიკობ არმსტრონგი. 12 ქულა მიითვალა ადრიან ბოუიმ, კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. “ბათუმში” 15 ქულით კეისი შეპარდი გამოირჩა. 14 ქულა ნოდარ თენნიეშვილის ანგარიშზეა. სერიაში მომდევნო 2 მატჩი 7 და 8 მაისს, ბათუმში გაიმართება.

დღეს გამართულ მეორე მეოთხედფინალურ მატჩში 1-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. “ქუთაისი” მესამე პერიოდში 20 ქულით – 59:39 უგებდა “ტიტებს”, თუმცა ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო პერიოდში დიდებულად ითამაშა, ჩამორჩენის გაბათილება შეძლო და ცოტაც რომ გამართლებოდა, იმარჯვებდა. ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნის მიუხედავად, “ქუთაისმა” მაინც მოახერხა ლიდერობის ბოლომდე შენარჩუნება და სასურველ შედეგს მიაღწია – 96:95. 

ამ წარმატების შემდეგ ქუთაისელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. მომდევნო მატჩი 7 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0