თბილისში კი ერთმანეთს დედაქალაქური გუნდები დაუპირისპირდნენ. საინტერესო მატჩის პირველი ნახევარი “მგზავრების” იყო, რომელმაც ტაიმი 7 ქულით – 49:42 მოიგო, თუმცა მესამე პერიოდი და დელტელთა შტურმი ერთდროულად დაიწყო. მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა ზუსტი დასკვნები გამოიტანა პირველი ნახევრიდან და შესვენების შემდეგ მისი გუნდი სულ სხვაგვარად ათამაშდა. “დელტამ”
“მგზავრების” მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა წუთშესვენებები გამოიყენა, მაგრამ დელტელების შეჩერება არ მოხერხდა. კახა ჯინჭარაძე პერსონალურების ლიმიტის გამო მესამე პერიოდშივე გავარდა მოედნიდან, რითაც “მგზავრებს” შემტევი არსენალი ხომ მოაკლდათ და თან “დელტას” ფორვარდებმაც გაილაღეს. ბოლო პერიოდის წინ ლაფანაშვილის გუნდი 10 ქულით იგებდა და “მგზავრებს” თამაშის შემოტრიალების რესურსი აღარ დარჩა. შეხვედრა დელტელებმა საბოლოოდ 14 ქულით მოიგეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
გამარჯვებულთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო საბა ლობჯანიძე. 12 ქულა მიითვალა ოთო ფხაჯაძემ, ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 8 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. “მგზავრებში” 27 ქულით ადრიან ბოუი გამოირჩა. 17 ქულა ჰქონდა კახა ჯინჭარაძეს.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება. ამ გუნდებს შორის სერიის მომდევნო შეხვედრა 14 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით