თამაშის დებიუტშივე მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ჯეიმს მილიკენის ლიდერობით ქუთაისელებმა პირველი პერიოდი 25:13 მოიგეს, ხოლო მეორეში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და სწრაფი კონტრშეტევებით, რასაც ზუსტ
მართალია, “მგზავრებმა” თამაში გამოასწორა და მომდევნო ორივე პერიოდი – შესაბამისად 27:16 და 20:16 მოიგო, მაგრამ თამაშის შემოტრიალებას ეს არ ეყო. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” მიმდინარე სუპერლიგაში მე-6 მატჩი წააგო და დაკარგული ქულებით ჯერჯერობით ბოლო ადგილზე იმყოფება.
გამარჯვებულებს 31 ქულით, 8 მოხსნით და 7 პასით ჯეიმს მილიკენმა ულიდერა. 14 ქულა დააგროვა შონ რაუნდთრიმ, ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 13 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. “მგზავრებში” 20 ქულით საუკეთესო იყო დარელ ქომსბი, 15 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ტაჯ სპენსერის ანგარიშზე დაგროვდა.
სუპერლიგის მე-7 ტურის 3 მატჩი ხვალ, 23 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით