მატჩი უნივერსიტეტელთა გაქცევით დაიწყო. 4 წუთის შემდეგ თსუ 19:4 იგებდა და ტიტების მწვრთნელმა, ცხადია, წუთშესვენება აიღო. ამან ვითარება
მესამე პერიოდიდან “ტიტებმა” თამაში გამოაკეთა, თუმცა იმდენად ვერა, რომ მოედანზე ვითარება რადიკალურად შეეცვალა. რიჩარდ მათიაშვილისა და ტრისტინ უოლეს შედეგიანობით პერიოდის მიწურულს გამყრელიძის გუნდმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა, თუმცა სირენის თანხლებით დევიდ მაკფარლანდმა სამქულიანი ჩააგდო და ბოლო პერიოდს თსუ 13-ქულიანი ლიდერობით შეხვდა.
დასკვნით მეოთხედში თსუ-მ დაცვა გაამაგრა და მეტოქეს ყველა მცდელობა, თამაში შემოებრუნებინა, გაუქარწყლა. უნივერსიტეტელები გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდნენ და მიმდინარე სუპერლიგაში 7 მატჩში მე-5 გამარჯვება მოიპოვეს. მდევარ “ბათუმს” 4 მოგება და 2 მარცხი აქვს და მე-7 ტურის მატჩს ხვალ, რუსთავში, ადგილობრივ გუნდთან ითამაშებს.
თსუ-ში 19 ქულით ბომბარდირი გახდა მაკფარლანდი, თუმცა ყველაზე შედეგიანი გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 10 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება მიითვალა. რიკი მედისონმა 15 ქულა ჩააგდო, ხოლო სანდრო სანაძემ – 13. “ტიტებში” 19 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ტრისტინ უოლე. 15 ქულა და 7 მოხსნა რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით