საქართველოში საკალათბურთო სეზონი გაუქმდა

AutoSharing Option
დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელმაც საკალათბურთო სუპერლიგისა და ყველა მიმდინარე ჩემპიონატის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, 2019-20 წლების სეზონში მიმდინარე ყველა ჩემპიონატი და საკალათბურთო ღონისძიება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის დასაწყისიდან შეჩერებული იყო, გაუქმდა.

კალათბურთის ფედერაციამ ჩემპიონატების გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკალათბურთო კლუბების დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა. ყველა საბიუჯეტო დავალიანება, რომელიც სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდებს მიმდინარე სეზონში ეკუთვნოდათ, დაფარულია. ფედერაცია მოქმედებდა პრინციპით, რომ კალათბურთელებმა და საკალათბურთო სამყაროს წევრებმა ეპიდემიის გამო შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობა
დანაკარგის გარეშე გადაიტანონ.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად გააგრძელებს მუშაობას მიმდინარე სიტუაციის შეფასებისა და სამომავლოდ კალათბურთის განვითარებისათვის გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად, რათა ივლისის თვეში დაგეგმილ მომავალ გამგეობის სხდომაზე მის წევრებს ნათელი სურათი შეექმნათ მომავალი სეზონის ჩემპიონატების დაწყების თარიღების განსაზღვრისათვის.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
კიმაგრამ რა სავალდებულო იყო გაუქმება?
არცისე ბევრი ტური იყო დარჩენილი და შეეძლოთ უმაყურებლოთ ჩაემთავრებინათ სეზონი!
ეს არის უნიათობისა და უდარდელობის გამოხატულება!
მონახეს მიზეზი და იოლი გამოსავალი!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
18:31 26-05-2020
0
საქართველოში საკლუბო კალათბურთი თითქმის არ არსებობს! და არც ფედერაცია აკეთებს რამეს რო იარსებოს, ფედერაცია თავს იმით იქებს რო ნაკრებს წელიწადში 5 ჯერ ჩარტერს და კაი სასტუმროს უკეთებს ამხელა დაფინანსების ფონზე, ევროპის ჩემპიონატის გამართვას სახელმწიფო უზრუნველყობს თავიდან ბოლომდე.მართლა უნიათო ხაალხით და ნეპოტიზმით არის სავსე ფედერაცია. უნიათო უსაქმურები!
batumi
00:53 27-05-2020
2

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0