თსუ-მ “ტიტებს” სერიის მე-3 მატჩი დამაჯერებლად მოუგო და ნახევარფინალს მიუახლოვდა

AutoSharing Option
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა “ტიტებს” მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩი დამაჯერებლად მოუგო და ნახევარფინალამდე ერთი გამარჯვება დარჩა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ მეტოქე ისე იოლად დაამარცხა, მთელი შეხვედრის მანძილზე არაფერი გასჭირვებია.

ანგარიში ყველაფერს ნათლად ასახავს – 91:59 (სტატისტიკა). ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა “ტიტებმა” მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა ვერც ფარქვეშ და მით უფრო, ვერც პერიმეტრზე. უნივერსიტეტელებმა პირველივე წუთებიდან სოლიდური ლიდერობა მოიპოვეს, რომელსაც მთელი თამაშის მანძილზე წარმატებით ზრდიდნენ და საბოლოოდ ბოლო პერიოდის რეკორდულად დიდი საპლეიოფო სხვაობა დააფიქსირეს.

“ტიტების” მთავარი კოზირი ეფექტური ვერ გამოდგა. სუპერლიგის დომინანტი ცენტრი
ჯავიონ ოგუნიემი ფარქვეშ ვერ გაბატონდა. მისმა ოპონენტმა პაპ დიოპმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და სამწამიანში “ტიტებს” მტკაველი არ დაუთმო. პერიმეტრზე უფრო დიდი უპირატესობა ჰქონდათ თსუ-ელებს, რადგან სამარქაფო გამთამაშებელმა ჯუვარის ჰეისმა ძალზე შედეგიანად ითამაშა, რითაც “ტიტებს” წარმატების ყველანაირი შანსი გადაეწურა.

მატჩის მესამე პერიოდში სხვაობამ 30 ქულას რომ მიაღწია, შეხვედრამ, ფაქტობრივად, აზრი დაკარგა. ბოლო პერიოდში მოედანზე სათადარიგოები გამოჩნდნენ და შეხვედრაც ახალგაზრდების ბურთაობაში ჩამთავრდა. თსუ-ში საუკეთესო შედეგი ჯუვარის ჰეისმა დააფიქსირა – 15 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი. ბომბარდირი 16 ქულით პაპ დიოპი გახდა, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრაც მიითვალა. 11-11 ქულა ჰქონდათ ნიკოლოზ დარბაიძესა და ლოველ ქაბილს. “ტიტებში” 6 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა ოგუნიემის, ბომბარდირი კი 15 ქულით კრის პარკერი გახდა.

სერიის მე-4 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში დღეს, 4 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0