ანგარიში ყველაფერს ნათლად ასახავს – 91:59 (სტატისტიკა). ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა “ტიტებმა” მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა ვერც ფარქვეშ და მით უფრო, ვერც პერიმეტრზე. უნივერსიტეტელებმა პირველივე წუთებიდან სოლიდური ლიდერობა მოიპოვეს, რომელსაც მთელი თამაშის მანძილზე წარმატებით ზრდიდნენ და საბოლოოდ ბოლო პერიოდის რეკორდულად დიდი საპლეიოფო სხვაობა დააფიქსირეს.
“ტიტების” მთავარი კოზირი ეფექტური ვერ გამოდგა. სუპერლიგის დომინანტი ცენტრი
მატჩის მესამე პერიოდში სხვაობამ 30 ქულას რომ მიაღწია, შეხვედრამ, ფაქტობრივად, აზრი დაკარგა. ბოლო პერიოდში მოედანზე სათადარიგოები გამოჩნდნენ და შეხვედრაც ახალგაზრდების ბურთაობაში ჩამთავრდა. თსუ-ში საუკეთესო შედეგი ჯუვარის ჰეისმა დააფიქსირა – 15 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი. ბომბარდირი 16 ქულით პაპ დიოპი გახდა, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრაც მიითვალა. 11-11 ქულა ჰქონდათ ნიკოლოზ დარბაიძესა და ლოველ ქაბილს. “ტიტებში” 6 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა ოგუნიემის, ბომბარდირი კი 15 ქულით კრის პარკერი გახდა.
სერიის მე-4 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში დღეს, 4 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.
GBF