ნახსენები უთანასწორო ბრძოლა რაში მდგომარეობს? "ოლიმპს" დიდ შესვენებაზე გამოაკლდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ბომბარდირი კახაბერ ჯინჭარაძე, რომელიც პირველი
თსუ-ს კალათბურთელებმა ბოლო წუთზე 3 შეტევა გააცუდეს. ერთიც რომ ჩაეგდოთ, მინიმუმ ოვერტაიმში თამაშის უფლებას მოიპოვებდნენ, თუმცა, ერთი მხრივ, ოლიმპელთა ქებული დაცვის (ეკიორის დაფარება მეგენეიშვილზე) და მეორე მხრივ, იღბლის (თსუ-ს ლიდერმა ლოველ ქაბილმა დასრულებამდე 5 წამით ადრე ხელსაყრელი პოზიციიდან გამათანაბრებელი ბურთი ააცილა) ხარჯზე "ოლიმპი" გამარჯვებამდე მივიდა და ფინალის საგზური მოიპოვა.
გამარჯვებულებს ედვარდ ეკიორიმ ულიდერა, რომელმაც 19 ქულა, 6 მოხსნა, 5 დაფარება, 4 ჩაჭრა და სარგებლიანობის უმეტესი (33) რაოდენობა მოაგროვა. 27 ქულით ბომბარდირი და მატჩის გმირი გახდა იმორას ეიჯი, რომელმაც 2 ლიდერის გარეშე დარჩენილ "ოლიმპს" გადამწყვეტ მომენტში 4 ჰაერივით საჭირო და გამარჯვების მომტანი ქულა შემატა. 17 ქულა და 5 ოქროს სამქულიანი მიითვალა გივი ბაქრაძემ, ილია ლონდარიძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. თსუ-ში ლოველ ქაბილი გამორჩა – 25 ქულა, 7 პასი. მიხეილ ბერიშვილმა 11 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, რაილ ოუენსის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა.
ფინალში გასული "ოლიმპის" მეტოქე "ქუთაისისა" და "ბათუმის" სერიაში უნდა გამოვლინდეს. დღეს ბათუმელებმა 79:77 მოუგეს იმერულ კლუბს და სერიაში ჩამორჩენა შეამცირეს – 1:2. სერიის მომდევნო მატჩი 18 მაისს, ბათუმის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება.