"კავკასიას" რუსთავში ბლომად ქომაგი ჩაჰყვა, რომლებმაც თავიანთ გუნდს ბოლომდე უქომაგეს. შეხვედრა ბოლო პერიოდში ოციოდ წუთით შეწყდა, რაც დარბაზის დაკვამლიანების გამო მოხდა. მაყურებლებმა სავარაუდოდ პეტარდები გახსნეს და მსაჯებმა მანამ არ გააგრძელეს მატჩი, სანამ მოედანი არ დასუფთავდა.
ამ მომენტისთვის "კავკასია" 8 ქულით იგებდა,
დასკვნითი პერიოდი "კავკასიამ" 29:15 მოიგო და "რუსთავი" საბოლოოდ დიდი სხვაობით – 88:67 (სტატისტიკა) დაამარცხა. კავკასიელებს კრის მაკნილმა ულიდერა 22 ქულით. აიზია ელისმა 18 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. ლევან გოგიჩაიშვილის ანგარიშზე 13 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. "რუსთავში" 17 ქულით ბომბრდირი გახდა ტრეი კროფტი. ეივერი დიგსის ანგარიშზე კი 14 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.
"კავკასია" 5-დან 5 მოგებით სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია. "რუსთავი" კი 3 მოგებითა და 1 მარცხით მე-4 ადგილზე განთავსდა. სუპერლიგის მე-5 ტურის დარჩენილი ერთი შეხვედრა ორშაბათს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: "ვერა" "ქუთაისის" წინააღმდეგ.
GBF