
მეგამ აქამდე წაგებული მატჩებიდან თითქმის ყველა ბრძოლაში დათმო. ახლაც წაგებული მატჩების სცენარით მიმდინარეობდა ბათუმთან მატჩიც, თუმცა საბოლოო შედეგი სხვაგვარი აღმოჩნდა. მეგა ჩამორჩებო
ეს უმთავრესად დასკვნით წუთებში გააზრებული და პრაგმატული თამაშის შედეგია. ბოლო წუთზე ორივე გუნდს შეეძლო მოგება, თუმცა საკვანძო გამოდგა მეგას ამერიკელი ლეგიონერის, რონი რუსოს ჩაჭრა, რომელიც მან მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე განახორციელა და სწრაფი შეტევა წარმატებით დააგვირგვინა – 81:78. ბათუმელებმა საპასუხო შეტევაში სამქულიანი ჩააგდეს – თავი დერიკ ნიუტონმა გამოიჩინა და ანგარიში გათანაბრდა. თითქოს ოვერტაიმი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა დარჩენილ 4 წამში მეგას მოთამაშეებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს და ლაშა მიქელაძე მარქუს გილსონზე საფინალო სირენამდე 0.3 წამით ადრე დაჯარიმდა. გილსონმა პირველი ააცილა, მეორე ჩააგდო და მეგას გამარჯვება გაუფორმა.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო სწორედ გილსონი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 18 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. 20 ქულა და 5 პასი როზიეს ანგარიშზეა, 18-18 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა და ოთარ ბულიავამ მოაგროვეს. ბათუმელთაგან 27 ქულით საუკეთესო იყო კაილი რიდლი, 19 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი საბა ლობჯანიძის ანგარიშზეა.
GBF