"კავკასიამ" "დელტას" მოუგო და სუპერლიგის ლიდერებში დაბრუნდა

AutoSharing Option
სუპერლიგის დებიუტანტმა "კავკასიამ" დაამტკიცა, რომ რეალურად ფავორიტებს განეკუთვნება და ის 5-მატჩიანი მოგებათა სერია, რითაც სუპერლიგა დაიწყო, სრულიად ლოგიკური იყო. ხსენებული სერიის შემდეგ პირველი მარცხი კავკასიელებმა წინა ტურში, "კაკტუსთან" განიცადეს და დღეს ჩემპიონატის კიდევ ერთ ფავორიტს, 7 მატჩიდან 5 მოგების მქონე გურჯაანის "დელტას" შეხვდნენ. თანაც, გურჯაანელებს ტრავმირებული ოთო ფხაკაძე დაუბრუნდათ და წინა მატჩში რუსთავში განცდილი მარცხის გამო მოსაგებად იყვნენ შემართულნი.

სწორედ ასეთ მოტივირებულ გუნდს სძლია "კავკასიამ". მთლიანობაში თამაში თანაბარი იყო და კავკასიელებმა ბოლო წუთებზე, გადამწყვეტ მომენტში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ამაში მათ
გუნდური თამაში დაეხმარათ. ყველა მოთამაშე, რომლებიც მოედანზე იყვნენ, ბოლომდე იბრძოდა და დაცვაშიც მედგრად ირჯებოდა. ბოლო პერიოდში ილია ლონდარიძის შედეგიანობის წყალობით კავკასიელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს – 77:70 დასრულებამდე 4 წუთით ადრე. 

დარჩენილ დროში კავკასიელებმა ისე ითამაშეს, გურჯაანელებს მოგების შანსი არ მისცემიათ. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა "კავკასიამ" საბოლოოდ 88:83 გაიმარჯვა და სუპერლიგის ცხრილის სათავეში "კაკტუსს" (6 მოგება, 1 მარცხი) გაუთანაბრდა. გამარჯვებულთაგან 15 ქულით, 15 მოხსნითა და 3 ჩაჭრით საუკეთესო იყო აიზია ელისი. ილია ლონდარიძე 21 ქულით ბომბარდირი გახდა. კრის მაკნილის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. "დელტაში" 23 ქულით რიკარდო ლინჩი გამოირჩა, ეივი ტუმერის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0