გამარჯვება თუ არა, ოვერტაიმი ქუთაისელებს ხელში ეჭირათ, თუმცა გუნდის კაპიტანმა და ყველაზე გამოცდილმა კალათბურთელმა ძირითადი დროის ბოლო წამზე ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ ჩააგდო. გიორგი ბარბაქაძე 81:83 ანგარიშზე კაკტუსელთა საჯარიმოში შევიდა და ისე, რომ ხელს არავინ
ამ ეპიზოდამდე კაკტუსი დამაჯერებლად ლიდერობდა. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, სტუმრები 83:76 რომ იგებდნენ, თუმცა ბარბაქაძისა და ლუკა მაზიაშვილის ქულებით მასპინძლებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. კაკტუსელთა ახალმა ლეგიონერმა, სედრიკ ალეიმ შეტევა გააცუდა და ქუთაისელებს გათანაბრების შანსი მიეცათ, რომელიც ბარბაქაძემ ვერ გამოიყენა და შეხვედრაც დასრულდა.
კაკტუსში ტრადიციულად ფარზე დომინირებდა ჯეისონ კოპმანი, რომელმაც ამჯერად 17 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 21 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა რაიან ალენმა, 17 ქულა კი რევაზ ჩაჩანიძის ანგარიშზე დაგროვდა. ქუთაისელთაგან 18 ქულით, 11 პასითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ჯარვის რეი. 27 ქულით ბომბარდირი ლუკა მაზიაშვილი გახდა.
სუპერლიგის ტურის დარჩენილი 3 მატჩი ხვალ, 24 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. კაკტუსმა ამ მოგებით სუპერლიგაში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა – ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე 8 მოგება და 1 მარცხია.
წყარო: gbf.ge